დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხელედულა ენერჯისათვის“ აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №800 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1199 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023956 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1199
2017 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხელედულა ენერჯისათვის“ აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №800 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხელედულა ენერჯისათვის“ აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №800 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ხელედულა ენერჯის“ (ს/კ: 404500964) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 11 650 (თერთმეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარად, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების №1 დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები