დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1192 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023951 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1192
2017 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, არაუმეტეს 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში 1 ერთეული პორტაბელური კომპიუტერისა და ორი ერთეული კამერის სამაგრის ( კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000 –კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები; CPV – 32300000 – ტელე-და რადიოსიგნალის მიმღები და აუდიო-ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად .
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები