დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1240 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023948 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1240
2017 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ს, ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების, დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები, 322 514 (სამას ოცდაორი ათას ხუთას თოთხმეტი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები