დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი |
| მიღების თარიღი | 26/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.62.074.016023 |
|
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016002) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. 221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 221. მთავარი სპეციალისტი 1. მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ადმინისტრაციულ ასისტენტად ან თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook); დ) საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ე) აკადემიური წერის კარგად ჩამოყალიბებული უნარი; ვ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) პროფესიული უნარები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები