„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
მიღების თარიღი 26/06/2017
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016022
5
26/06/2017
ვებგვერდი, 26/06/2017
010100000.62.074.016022
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის

ბრძანება №5

2017 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04.03.2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016010) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს „პერსონალურ  მონაცემთა დაცვის  შესახებ“ საქართველოს კანონის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილების შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატის (შემდგომში „აპარატი“) სტრუქტურას, საქმიანობას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და მისი მოადგილის უფლებამოსილებებს და საჯარო მოსამსახურეთა (შემდგომში „მოსამსახურე“), სტრუქტურულ ერთეულებს შორის უფლებამოსილების განაწილების წესსა და პირობებს.“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას.“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ადმინისტრაციული სამსახური;“.

4. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი არ შედის არცერთი სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარებაში და ექვემდებარება უშუალოდ ინსპექტორს.“.

5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ შედის არცერთი სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარებაში და ექვემდებარება უშუალოდ ინსპექტორს.“.

6. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის მოსამსახურეები არიან:

ა) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი;

ბ) მთავარი იურისტები – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

გ) იურისტები – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

დ) ფაილური სისტემის სპეციალისტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.“.

7. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჯარო და კერძო დაწესებულებებში ინსპექტირების (შემოწმების) ჩატარება;“.

8. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინსპექტირების ჩატარების ინიცირება მოქალაქეთა განცხადებებისა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;“.

9. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებზე  კონტროლის განხორციელება;“.

10. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის მოსამსახურეები არიან:

ა) ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი;

ბ) სიტუაციური ანალიზის მენეჯერი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

გ) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

დ) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ე) მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ვ) უფროსი აუდიტორები – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ზ) აუდიტორები – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.“.

11. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით  გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებზე კონტროლის განხორციელება;“.

12. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე მიღებული ინფორმაციის და კონტროლის ელექტრონული სისტემების (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის) მონიტორინგის შედეგად აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე/ფაქტებზე რეაგირების განხორციელება;“.

13. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით 351 მუხლის შესაბამისად მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება);“.

14. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების დაგეგმვა და ჩატარება;“.

15. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით  გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებზე კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;“.

16. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 351 მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე მიღებული ინფორმაციის და კონტროლის ელექტრონული სისტემების (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის) მონიტორინგის შედეგად აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე/ფაქტებზე რეაგირების უზრუნველყოფა, მათ შორის მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით);“.

17. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოსამსახურეები არიან:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი;

ბ) ტრენინგების მენეჯერი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

გ) კვლევების მენეჯერი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.“.

18. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით  გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე კონტროლის ელექტრონული სისტემის, კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემის მონიტორინგი, ადმინისტრირება და მართვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მხრიდან;

ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ამავე კანონის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის და კონტროლის ელექტრონული სისტემების მონიტორინგის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის შედარება და ანალიზი და გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე/ფაქტებზე ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება ინსპექტირების დეპარტამენტისთვის;“.

19. მე-20 მუხლის მე-3  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით  გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემების მონიტორინგის, ადმინისტრირების და მართვის პროცესების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;“.

20. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ბ1) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ამავე კანონის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის და კონტროლის ელექტრონული სისტემების მონიტორინგის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის შედარება და ანალიზი და გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე/ფაქტებზე ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება ინსპექტირების დეპარტამენტისთვის;“.

21. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოსამსახურეები არიან:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი;

ბ) მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის მოადგილე;

გ) დეველოპერი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

დ) მონიტორინგის სპეციალისტები – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.“.

22. 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახური ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.

 2. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:“.

23. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ1“, „გ2“, „გ3“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) ინსპექტორის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;

2) ინსპექტორის დავალებით  წერილების, ინსპექტორის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, სამუშაო შეხვედრების, სხდომების ორგანიზება, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;“.

24. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამსახურის მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასთან;“.

25. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სამსახურის სამოქმედო  გეგმების და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;“.

26. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული სამსახური უფლებამოსილია:“.

27. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

დ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია აპარატის და სამსახურის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.“.

28. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციული სამსახურის მოსამსახურეები არიან:

ა) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;

ბ) მთავარი სპეციალისტი;

გ) საიდუმლო საქმისწარმოების სპეციალისტი;

დ) საქმისწარმოების სპეციალისტი;

ე) უსაფრთხოების ადმინისტრატორი;

ვ) მძღოლები.“.

29. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციული სამსახურის მოსამსახურეები არიან:

ა) ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი;

ბ) მთავარი სპეციალისტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

გ) უსაფრთხოების ადმინისტრატორი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

დ) საიდუმლო საქმისწარმოების სპეციალისტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ე) საქმისწარმოების სპეციალისტი – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ვ) მძღოლები – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;“.

30. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22

1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

2. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.

3. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ფუნქციებია:

ა)  სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა, მოსამსახურეთათვის დავალებების გადანაწილება, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრირების, სისტემის განვითარების პროცესის მართვასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;

გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადების, რეგისტრაციისა და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;

ე) მოსამსახურეთა მივლინებების და შვებულებების აღრიცხვის პროცესის კოორდინირება;

ვ) სამსახურის მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასთან;

ზ) დებულების, შინაგანაწესისა და სხვა შიდა რეგულაციების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

თ) მოსამსახურეთა მიმართ წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;

ი) საქმისწარმოების პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

კ) აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრულველყოფის პროცესის კოორდინირება;

ლ)   სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მომზადებული დოკუმენტების ვიზირება;

მ) ინსპექტორის დავალებით სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული  დოკუმენტაციის ხელმოწერა და სხვა ფუნქციების შესრულება.“.

31.  23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფინანსური სამსახურის მოსამსახურეები არიან:

ა) ფინანსური სამსახურის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი;

ბ) ფინანსური მენეჯერი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე;

გ) შესყიდვების სპეციალისტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.“.

32. 241 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოსამსახურეები არიან:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.“.

33. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა 1-ლი მუხლის 1-ლი, მე-2, მე-5, მე-6, მე-10, მე-17, 21-ე, 29-ე, 31-ე და 32-ე  პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების 1-ლი მუხლის 1-ლი, მე-2, მე-5, მე-6, მე-10, მე-17, 21-ე, 29-ე, 31-ე და 32-ე  პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 01 ივლისიდან.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე/ ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელინიკოლოზ ბრეგვაძე