დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.33.058.016111 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13, მე-20 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში (სსმ, www.matsne.gov.ge, 05/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.058.016034) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; ბ) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“; გ) ამოღებულ იქნეს ბრძანების დანართ №1, №2, №3, №7-ით დამტკიცებული დებულებების მე-2 მუხლები, დანართ №4-ით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი და დანართ №5-ით დამტკიცებული მე-2 მუხლის მეორე პუნქტი; დ) ბრძანების დანართ №1-ით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს. რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;“; ე) ბრძანების დანართ №1-ით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიმუშავებს სამინისტროს პროგრამებს განათლების სფეროში;“; ვ) ბრძანების დანართ №1-ით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1. უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განათლების სფეროში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას დადგენილი წესის შესაბამისად;“; ზ) ბრძანების დანართ №1-ით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებით ადასტურებს მათ;“; თ) ამოღებულ იქნეს ბრძანების დანართ №1-ით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი; ი) ბრძანების დანართ №2-ით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს აჭარის ავტრონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე (შემდგომში - კურატორი მოადგილე).“; კ) ბრძანების დანართ №2-ით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ 1“ ქვეპუნქტი: „ყ1. უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას დადგენილი წესის შესაბამისად;“; ლ) ბრძანების დანართ №4-ით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის, მობილობის, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის პროცესის ორგანიზება, მოხელისათვის რანგის/კლასის მინიჭების პროცესში მონაწილეობა;“; მ) ბრძანების დანართ №4-ით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მოამზადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოახდინოს მათი ვიზირება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;“; ნ) ბრძანების დანართ №4-ით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილების უფლება- მოვალეობებია: ა) მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად დოკუმენტებზე მუშაობის და დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია, ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული ნებისმიერი დოკუმენტის რეგისტრაცია; გ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვა, განაწილება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება; დ) ხელმძღვანელობის მიერ განხილული დოკუმენტაციის შესაბამის თანამშრომლებზე განაწილება; ე) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მისი გაფორმებისა და შესრულების რეგულირება; ვ) დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად, სამინისტროს საქმეთა წარმოება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის შესახებ ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების მომზადება; თ) სახელმწიფო არქივში ჩასაბარებელი საქმეების გაფორმების სისწორის კონტროლის განხორციელება; ი) სამინისტროს საარქივო ფონდის დაკომპლექტების, საარქივო დოკუმენტების აღრიცხვის, დაცვისა და მათი გამოყენების უზრუნველყოფა; კ) სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის ადრესატებისათვის დაგზავნის უზრუნველყოფა; ლ) შემოტანილ განცხადებასთან დაკავშირებით განმცხადებლის წერილობითი და სიტყვიერი ინფორმირების უზრუნველყოფა; მ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლებისა და წახალისების ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ნ) მინისტრთან ჩატარებული თათბირების ოქმების მომზადება; ო) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; პ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ჟ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის პროცესის ორგანიზება, მოხელისათვის რანგის/კლასის მინიჭების, მობილობის, წახალისების პროცესში მონაწილეობა; რ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირეებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და პირადი საქმეების წარმოება; ს) სამინისტროს დებულებით და წინამდებარე დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები