„სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 23/06/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 390050000.30.056.016070
47-უ.ს.რ.ს.
23/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
390050000.30.056.016070
„სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 16.08.2012, სარეგისტრაციო კოდი: 390050000.30.056.016021) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება

ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება მოიცავს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადებას, მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათებას, სიტუაციური გეგმის მომზადებას, ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადებას და ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათებას.“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე

 

ჩაქვი,

23 ივნისი 2017 წ.

N47-უ.ს.რ.ს.