დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის N129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 113/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017367 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge), 02/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017036) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
|
1.
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”. |
2.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.“.
|
3.
პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულება“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) ახორციელებს წერილობითი კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ კვლევას, დაცვა-აღრიცხვასა და პოპულარიზაციას.“; გ) მე-4 მუხლის: გ.ა) მე-2 პუნქტის: გ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის: გ.ა.ა.ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) საორგანიზაციო განყოფილება;“; გ.ა.ა.ბ) „ა.გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) დიგიტალიზაციის განყოფილება (ლაბორატორია);“; გ.ა.ა.გ) „ა.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ა.ა.დ) „ა.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ ქვეპუნქტი: „ა.ვ) საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და მარკეტინგის განყოფილება;“; გ.ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის: გ.ა.ბ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილება;“; გ.ა.ბ.ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ე) არქივთმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილება;“; გ.ა.გ) „გ“ ქვეპუნქტის: გ.ა.გ.ა) „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) ხელნაწერ სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის დეპარტამენტი;“; „გ.ბ) სამეცნიერო თანამშრომლობის, პროექტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“; გ.ა.გ.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.გ“ ქვეპუნქტი: „გ.გ) სამეცნიერო -ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილება;“; გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საორგანიზაციო განყოფილების ფუნქციებია: ა) დირექტორისა და მისი მოადგილეების საქმიანობის საორგანიზაციო და ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) ცენტრის საქმისწარმოების განხორციელება და ცენტრის დოკუმენტაციის დაარქივება; გ) ცენტრში პირთა დაშვების (თანამშრომელთა და სტუმართა) ორგანიზება და კონტროლი; დ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადება (შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად); ე) საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება და გაფორმების კონტროლი; ვ) ცენტრში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსების ორგანიზება; ზ) სტაჟირების კონკურსის ჩატარების ორგანიზება; თ) საორგანიზაციო განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; გ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დიგიტალიზაციის განყოფილების (ლაბორატორიის) ფუნქციებია: ა) ცენტრში თავმოყრილი ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტების და საარქივო მასალების დიგიტალური მასალების შექმნა; ბ) დიგიტალური ასლების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; გ) მკითხველთა მომსახურება არსებული ელექტრონული რესურსებით; დ) დიგიტალიზაციის განყოფილების (ლაბორატორიის) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; გ.დ ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და მარკეტინგის განყოფილების ფუნქციებია: ა) ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია და ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია; ბ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის გამოფენებისა და პროექტების მომზადება და მათი კოორდინირება; გ) მარკეტინგული კვლევა; დ) საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და მარკეტინგის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; გ.ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ფუნქციებია: ა) ცენტრში დაცული აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების, კოლექციების აღწერილობის შედგენა და გამოქვეყნება; ბ) სპარსულ, არაბულ და ოსმალურ ხელნაწერთა კატალოგიზაცია (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე); გ) ქართულ-აღმოსავლური და ქართულ-სომხური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების შესწავლა; დ) ფონდებში დაცული არაბული, სპარსული, სომხური და თურქული თარგმნილი ლიტერატურის, შესწავლა და კულტურულ კონტექსტში გააზრება; ე) აღმოსავლურ და ძველ სომხურ ენებზე დაცული მდიდარი ისტორიულ-ლიტერატურული მასალის ქართულ ენაზე თარგმნა და ქართველ მკითხველთათვის წარდგენა; ვ) აღმოსავლური და სომხურენოვანი ისტორიული საბუთების წყაროთმცოდნეობითი კვლევა; ზ) აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; გ.ზ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. არქივთმცოდნეობის და ელექტრონული არქივების განყოფილების ფუნქციებია: ა) ცენტრში შემოსული საარქივო მასალის დამუშავება და მეცნიერული აღწერილობის შედგენა; ბ) ადრე დამუშავებული არქივების გადამუშავება და ახალი აღწერილობის შედგენა; გ) ახალი საარქივო მასალის მოძიება და მოზიდვა; დ) არსებული ფოტოკოლექციის ერთიანი ელექტრონული კატალოგის შექმნა; ე) საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო პუბლიკაცია; ვ) ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; ზ) არქივთმცოდნეობის და ელექტრონული არქივების განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“; გ.თ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ხელნაწერ სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ფონდსაცავებში ხელნაწერი მემკვიდრეობის შენახვა; ბ) ფონდების მართვა; გ) ხელნაწერების მკითხველებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა; დ) საცავებიდან გამოთხოვილი მასალის აღრიცხვის ყოველდღიურად წარმოება; ე) ფონდების სისტემატიზაციის განხორციელება; ვ) ახალი შემოსული საფონდო მასალის აღრიცხვისა და შესაბამის ფონდებში ახალი მასალის ჩართვის უზრუნველყოფა; ზ) ხელნაწერთა მდგომარეობის შესწავლა და სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა; თ) ხელნაწერ სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“; გ.ი) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. სამეცნიერო თანამშრომლობის, პროექტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების დაგეგმვა, მომზადება და ჩატარება (საორგანიზაციო განყოფილებასთან კოორდინაციით); ბ)კონფერენციების და სემინარების მასალების და სამეცნიერო-საინფორმაციო ლიტერატურის შეგროვება და საგამომცემლო სამსახურისთვის გადაცემა; გ) საზღვარგარეთის შესაბამის სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება; დ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების და სხვა დოკუმენტების მომზადება; ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობების დამყარება, პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლებისათვის დახმარების გაწევა პროფილური ინფორმაციის მოგროვებაში, მისი სიზუსტისა და სანდოობის განსაზღვრაში; ვ) ინფორმაციის მომზადება და გავრცელება ცენტრის საქმიანობასა და ჩატარებულ დაგეგმილ ღონისძიებებზე; ზ) სამეცნიერო თანამშრომლობის, პროექტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“; გ.კ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი: „17. სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილების ფუნქციებია: ა) ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ნაწილში განვითარების ტემპებისა და ხარისხის შესწავლა; ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ოპტიმიზაციის მიზნით ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება; ბ) ხელნაწერთმცოდნეობის განვითარების პერსპექტიული პროგრამებისა და მიმდინარე (წლიური) გეგმების სამეცნიერო საბჭოსთან ერთად შემუშავება და დასამტკიცებლად მომზადება; გ) ცენტრის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობის შეჯამება და წარდგენა სამეცნიერო საბჭოსთვის; დ) ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ წინადადების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა; ე) სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და სეზონური სკოლების ორგანიზებაში მონაწილეობა (სამეცნიერო თანამშრომლობის, პროექტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად); ვ) სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“; დ) მე-6 მუხლის 21 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს ცენტრის გამოყენებითი-სამეცნიერო ხასიათის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.“; ე) მე-11 მუხლის: ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დაწესებულების მთავარი მეცნიერისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი ითვლება სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.“; ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცენტრის დირექტორს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად.“; ე.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-34 პუნქტები: „31. ცენტრის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში. 32. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი ამ დებულებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული. 33. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე ცენტრის დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს ან ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. 34. ცენტრის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში მას დასანიშნად შვიდი დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, ცენტრის სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომელიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით.“; ე.დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ცენტრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები