დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 352 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 07/12/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.370.000.09.001.000.018 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდეს საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციას.
დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აცნობოს ეს რუსეთის ფედერაციის, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში კონვენციის ნორმათა ტრანსფორმირებისათვის.
საქართველოს პარლამენტის
სპიკერის მოადგილე ვ.რჩეულიშვილი
თბილისი,
1993 წლის 7 დეკემბერი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები