“ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016250
30
23/06/2017
ვებგვერდი, 26/06/2017
010260020.35.124.016250
“ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2017 წლის 23 ივნისი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №21 დადგენილებაში (www.matcne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016241)  შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:

ა) გამგებელი;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილე;

გ) გამგებლის მოადგილე;

დ) გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“ .

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეშვიდე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში  შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დანიშნოს წარმომადგენელი. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილე

1.  გამგებელს ჰყავს პირველი მოადგილე/მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის პირველი მოადგილე/მოადგილე, ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობს გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის დავალებების შესრულებას, გამგეობის დებულების შესაბამისად; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

3. გამგებლის პირველი მოადგილის/მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.  გამგებლის პირველ მოადგილეს/მოადგილეს უფლებამოსილება უჩერდება და უწყდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ახალი გამგებლის არჩევისას.

5. გამგებლის პირველ მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილება წყდება აგრეთვე გამგებლის მიერ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში.

6. გამგებლის პირველი მოადგილე/მოადგილე ასრულებს გამგებლის მოვალეობებს გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.“ .

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეათე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. გამგეობის სამსახური დებულების შესაბამისად ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს მეორად სტრუქტურულ ერთეულებად-განყოფილებებად.“

5.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთერთმეტე  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში სამსახური), რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთორმეტე  მუხლის სათაური და  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია.“.

7.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთოთხმეტე  მუხლი ამოღებულ იქნეს.

8.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთხუთმეტე  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15. გამგეობის მოხელე, შტატგარეშე მოსამსახურე.

1.    გამგეობაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელე (შემდგომში გამგეობის მოხელე).

ბ) გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად.

2. შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს გამგებელი.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეჩვიდმეტე  მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. გამგებლის პირველი მოადგილის/მოადგილის და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს გამგებელი, ხოლო გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ამტკიცებს გამგებელი.“.

10.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორმოცე  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) გამგებლის ბრძანება;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანება;

გ)გამგებლის მოადგილის ბრძანება;

დ) გამგეობის სამსახურის უფროსის ბრძანება.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2017 წლის 1 ივლისიდან.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე