„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 24/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016248
28
23/06/2017
ვებგვერდი, 26/06/2017
010250050.35.124.016248
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2017 წლის 23 ივნისი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა დანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის  №10 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 18.02.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016126) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საკრებულოს აპარატის სტატუსი

1. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეული საკრებულოს აპარატი (შემდგომში აპარატი) იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.

2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.

3. აპარტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს.“.

2)  დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. აპარატის სტრუქტურული ერთეული და პროფესიული საჯარო მოხელეები

1.  აპარატის სტრუქტურული ერთეულია:

ა)  მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეული (საორგანიზაციო, საინფორმაციო და საქმისწარმოების განყოფილება)

2.  საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებია: აპარატის უფროსი, განყოფილების უფროსი, უფროსი სპეციალისტები, რომელთა მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.“.

3) დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეული (საორგანიზაციო, საინფორმაციო და საქმისწარმოების განყოფილება)

1.   მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი (განყოფილების უფროსი):

ა) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულისა და სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;

დ) ზედამხედველობას უწევს სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეთა მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას;

ვ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას,იძლევა სათანადო დასკვნებს;

ზ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული  ერთეულის, პროფესიულ საჯარო მოხელეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების, პრემიების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

თ) უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

ი) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს;

კ) ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე;

ლ) სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი სტრუქტურული ერთეულის უფროსის დავალებით.

2. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურიდიული, საკრებულოში გენდერული თანასწორობისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში) :

ა)  საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს დასკვნებს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტებზე;

ბ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებს, საკრებულოს წევრებს სამართლებრივი პროექტების მომზადებაში;

გ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;

დ) ახდენს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მითითებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან ცვლილებების შეტანის შესახებ;

ე) იურიდიულ კონულტაციას უწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს;

ვ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ზ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;

თ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS ) მუშაობა;

ი) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენების შესახებ წინადადებების წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარისადმი;

კ) საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით: მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების; სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ საკითხების თაობაზე წინადადებების წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარისადმი;

ლ) საკრებულოს მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;

მ) საკრებულოს მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;

ნ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;

ო) საკრებულოს შტატგარეშე  შრომითი ხელშეკრულებების მომზადეებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე;

პ) საკრებულოს მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;

ჟ) საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას;

რ) საკრებულოს მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას;

ს) კონტროლს საკრებულოს მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;

ტ) საკრებულოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;

უ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;

ფ) კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს საკრებულოს მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე;

ქ) წინადადებების შემუშავებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს მოსამსახურეთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით;

ღ) შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოში გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით.

3.  მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საკრებულოს სხდომების პროექტებისა და ნორმატიული აქტების ელექტრონული ფორმით მომზადების, აღსრულებისა და ელექტრონულად განთავსების საკითხებში):

ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების პროექტების, ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების ელექტრონული ფორმით მომზადებას და მათ ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგიტრაციას, ნორმატიული აქტების (დადგენილებების) ელექტრონული ვერსიების მომზადებას და მის მიწოდებას „საკანონმდებლო მაცნეში“ საიტზე განსათავსებლად;

გ) უზრუნველყოფს პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;

დ) საკრებულოს კომისიების  სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ და კვარტალური სამუშაო გეგმის პროექტებს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;

ე) სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

ვ) უზრუნველყოფს ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას, საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის ქსელის ტექნიკური მხარის  გამართვას, შესაბამისად, დოკუმენტების დოკუმენტბრუნვის მართვის საინფორმაციო სისტემაში (eDocument) ელექტრონული ფორმით გადაგზავნა-მიღებას.

ზ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS ) მუშაობა;

თ) ახდენს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით, „საკრებულოს დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელით“, „მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციით” და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

4. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების საკითხებში):

ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების საკონსულტაციო ორგანოების სხდომების მომზადების უზრუნველყოფას;

ბ)  უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას;

გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;

დ) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;

ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

5.  მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საზოგადოებასთან ურთიერთობისა და  საინფორმაციო მასალების უზრუნველყოფის კუთხით):

ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით მიღებული საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის  სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას და დოკუმენტბრუნვის მართვის საინფორმაციო სისტემაში (eDocument) ატვირთვას;

გ) ინიციირებული, საკრებულოს დადგენილებების პროექტების, საკრებულოს დღის წესრიგის პროექტების გამოქვეყნებას ვებგვერდზე;

დ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) საკრებულოს თავმჯდომარის პრესკონფერენციების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და საკრებულოს წევრების ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ვ) საკრებულოში ჟურნალისტების აკრედიტაციისათვის დოკუმენტაციის მომზადებას;

ზ) საკრებულოსთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას;

თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ი) არეგულირებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს;

კ) საკრებულოს დებულების შესაბამისად, ამზადებს საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტაციას მისი გამოქვეყნების მიზნით.

6.  მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმის წარმოების უზრუნველყოფის კუთხით):

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და დოკუმენტბრუნვის მართვის საინფორმაციო სისტემაში (eDocument) ატვირთვას;

გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

კ) საქმისწარმოებაში  შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

ლ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

მ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტაციის შენახვასა და დაცვას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე