დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 300 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.020009 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.
|
| მუხლი 2 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს (შემდგომში – საინვესტიციო სააგენტო) სალიკვიდაციო ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით:
1. შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – სალიკვიდაციო კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ქრისტინე მეფარიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე; ნინო ბაბუხადია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ბუღალტერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი; დავით მამარდაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში ფინანსური მენეჯერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი; ნუგზარ უძილაური – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მთავარი ბუღალტერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი. 2. სალიკვიდაციო კომისიამ 2017 წლის 2 ივლისამდე უზრუნველყოს: ა) საინვესტიციო სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა; ბ) საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა; გ) საინვესტიციო სააგენტოში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავება-სისტემატიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დაარქივება/ განადგურება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება. 3. საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცეს საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლეს – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში (შემდგომში – სააგენტო). 4. სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების სააგენტოსთვის გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილება; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №334 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის, მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლი, მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები და მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 2 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები