დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 299 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.020008 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/02/2014, 040030000.10.003.017765) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ფონდის მიზნები ფონდის მიზნებია: ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა და მათი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა; გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა; დ) სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ე) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მომსახურებ(ებ)ით უზრუნველყოფა; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. მუხლი 3. ფონდის ფუნქციები და უფლებამოსილებები ფონდის ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა იურიდიული (მათ შორის, კანონიერი ინტერესების დაცვა) და/ან ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებით/რეაბილიტაციით და/ან სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით უზრუნველყოფა, ასევე ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მასხვერპლთა/დაზარალებულთა, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა, მსხვერპლზე/დაზარალებულზე დამოკიდებულ პირებთან ერთად, თავშესაფრით (მათ შორის, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, რაც მოიცავს კვებით, ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფას) ან კრიზისული ცენტრით (დროებითი სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე) და არსებული მომსახურებებით (სამართლებრივი დახმარება (მათ შორის, კანონიერი ინტერესების დაცვა) და/ან ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია და/ან სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით უზრუნველყოფა და/ან ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა და/ან სხვა სახის მომსახურება) უზრუნველყოფა; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის/ დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა; დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლთა, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა, სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა, მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად, კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებებით, მათ შორის, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, რაც მოიცავს კვებით, ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფას, ასევე სამართლებრივი და/ან ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებით და/ან პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით, უზრუნველყოფა; ე) საჭიროების შემთხვევაში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა; ვ) ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში მოვლა-პატრონობა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარება/ორგანიზება; ზ) ფონდის სადღეღამისო მომსახურებით მოსარგებლე გარდაცვლილ პირთა დაკრძალვა; თ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა და მათზე დამოკიდებულ პირთა, ასევე ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა (შემდგომში – ფონდის ბენეფიციარი) პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა; ი) ფონდის ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) ფონდის ბენეფიციართა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ლ) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; მ) სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა; ნ) დაკისრებული მიზნების მისაღწევად, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ასევე სტრუქტურული (თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების) და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) შექმნა, გარდაქმნა და ლიკვიდაცია; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურული (თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების) და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია, მართვა და კონტროლი; პ) ფონდის თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ჟ) ფონდის ბენეფიციართა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება; რ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ფონდის საქმიანობისათვის საჭირო, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა და მიღება; ს) კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების ორგანიზება და მოწყობა. ასევე ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებების გამოყენება; ტ) კომპეტენციის ფარგლებში, ფონდის საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება; უ) ფონდის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ფ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ფონდის თანამშრომელს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, დაიცვას ფონდის ბენეფიციარის კანონიერი ინტერესები;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები