დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 295 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470030000.10.003.020004 |
295
22/06/2017
ვებგვერდი, 23/06/2017
470030000.10.003.020004
„საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/07/2013, 470030000.10.003.017338) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:
„მუხლი 15. საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების განხორციელება პარალელურ რეჟიმში აუცილებელი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი საჭიროებისას, საქართველოს მთავრობის თანხმობით (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოები შესაძლებელია განხორციელდეს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები