,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 12/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016339
20
23/06/2017
ვებგვერდი, 26/06/2017
010260020.35.116.016339
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2017 წლის 23 ივნისი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,   ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის №64 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 04/12/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016223) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებებისაგან და საჯარო მოსამსახურეებისაგან“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ანაწილებს დავალებებს სამსახურის უფროსის მოადგილის, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და გამგებლის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას“.

3. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლებ-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“.

4. მე -7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

მუხლი 71. სამსახურის უფროსის მოადგილე

1. სამსახურის უფროსის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.

3. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებენ სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2017   წლის  1 ივლისიდან .

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარ ყურაშვილი