დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.116.016335 |
|
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016181) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების :
1. 71 მუხლი ამოღებულ იქნуს. 2. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის უფროსის მოადგილე ან აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.“. 3. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: ,,მუხლი 81. აპარატის უფროსის მოადგილე 1. აპარატის უფროსის მოადგილეს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. აპარატის უფროსის მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის და აპარატის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები