სს „ბაზალტი“-ს განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

  • Word
სს „ბაზალტი“-ს განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „ბაზალტი“
მიღების თარიღი 22/06/2017
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
22/06/2017
ვებგვერდი, 23/06/2017
სს „ბაზალტი“-ს განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
სს „ბაზალტი“

განცხადება

სს „ბაზალტის“ (ს/ნ 234158675) აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

განცხადების გამოქვეყნების შესახებ

სს „ბაზალტის“ (ს/ნ 234158675) ხმის უფლების მქონე აქციათა 98,32540 პროცენტის მესაკუთრე გიორგი ლეჟავა (პ/N 01019000976) აცხადებს, რომ მას სს „ბაზალტის“ აქციათა 100 პროცენტის შეძენის მიზნით, განზრახული აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის უფლებით და დანარჩენი აქციონერებისაგან გამოისყიდოს მათ საკუთრებაში არსებული სს „ბაზალტის“ აქციები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი ლეჟავა წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად განცხადებით მიმართავს სასამართლოს.

სს „ბაზალტის“ აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლიან ფასად.

სს „ბაზალტის“ აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გიორგი ლეჟავა ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან სს „ბაზალტის“ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, რის შესახებაც კანონით გათვალისწინებული წესით ეცნობებათ სს „ბაზალტის“ დარჩენილ აქციონერებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

სს „ბაზალტის“ აქციათა გამოსყიდვის მიზანს წარმოადგენს სს „ბაზალტის“ მართვის ეფექტურად განხორციელება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ გიორგი ლეჟავას წარმომადგენლებს, მამუკა ყავლაშვილს და ირაკლი კაპანაძეს, ქ. თბილისი, მირცხულავას 9-11, ტელ. 2225568, მობ: 591 111 615; 591 111 323, ყოველდღე, დასვენების დღეების გარდა; 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.

აქციონერებს მათი უფლების გადამოწმება შეუძლიათ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან, მის. ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74 , ტელ: 2225351, 2251560.