დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016498 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016214) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს ,,ნ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში.”. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური;’’; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის წინაშე და უზრუნველყოფს: ა.ა) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას; ა.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულებას; ა.გ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას; ა.დ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვას; ა.ე) სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დაფინანსების სწორ და დროულ ასახვას შესაბამის პირველად დოკუმენტებში; ა.ვ) ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას; ა.ზ) კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოებას; ა.თ) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობასა და შესაბამისი გათვლების წარმოებას; ა.ი) ქვედანაყოფის შესაბამის ფულად უზრუნველყოფასა და სალარო ოპერაციების წარმოებას; ა.კ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადებისა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები