შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2334
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/2334
01/06/2017
ვებგვერდი, 22/06/2017
შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/2334

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

2017 წლის 1 ივნისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

 განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,დელუქს შიპ სუფლაი’’

 ( საიდენტიფიკაციო კოდი – 215147865)

 გაკოტრების მართველი: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

 კრედიტორი სსიპ შემოსავლების სამსახური

 მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოება

 

:

 

2016 წლის 29 სექტემბერს შპს ,,დელუქს შიპ სუფლაის’’ სახლით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა კომპანიის დირექტორმა დიმიტრი კოღუაშვილმა და მოითხოვა შპს ,,დელუქს შიპ სუფლაის’’ მიმართ გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღება და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებლის შპს ,,დელუქს შიპ სუფლაის’’ (დირექტორი დიმიტრი კოღუაშვილი) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინებით კრედიტორთა კრებაზე აღიარებულ იქნა კრედიტორთა მოთხოვნა, ხოლო 2016 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით შპს ,,დელუქს შიპ სუფლაის’’ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და შპს ,,დელუქს შიპ სუფლაის’’ გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

2017 წლის 31 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა (წარმოადგინა საბოლოო ანგარიში) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ქეისმენეჯერმა ლელა ხაციკიდუმ და ითხოვა შპს ,,დელუქს შიპ სუფლაის’’ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

:

 1. შპს ,,დელუქს შიპ სუფლაის’’ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 30 ივნისს 14:30 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის აღიარება, შპს ,,დელუქს შიპ სუფლაის’’ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის . №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).

3 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge

4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ,პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: . ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

 

  მოსამართლე:                                                                               გენადი მაკარიძე