„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 20/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016207
13
20/06/2017
ვებგვერდი, 22/06/2017
010250050.35.131.016207
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2017 წლის 20 ივნისი

ქ. ქობულეთი

 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა  და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ”   ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის №07 დადგენილებაში და დადგენილების  პრეამბულაში გამოცემის საფუძვლად მითითებულ იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტი და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა  და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ”   ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის №07 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში და ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების წესი დამტკიცდეს დანართი №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე



დანართი №1
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების,  ჩამორთმევის სამართლებრივ საფუძვლებსა და  მისი განხილვის წესს.

2. ქობულეთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.

3. ქობულეთის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:

ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის წინაშე;

ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წინაშე.


მუხლი 2. „საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %-ის ხელმოწერით.

2.   კანდიდატის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) „საპატიო წოდების”  მისანიჭებლად  კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტები;

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3.ყოველწლიურად „საპატიო წოდება“ მიენიჭება 3-5 წარდგენილ კანდიდატს.


მუხლი 3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1.  ამ წესის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება მუნიციპალიტეტის  გამგებელს.

2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება  9 წევრისაგან, კერძოდ ქობულეთი მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთაგან – 3 წევრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დეპუტატთაგან -3 წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან – 3 წევრი.

3.  სამუშაო ჯგუფი საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების თაობაზე შეიმუშავებს  რეკომენდაციებს, რომელიც წარედგინება გამგებელს.

4.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას  იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

5. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები ჩაიწერება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის“ წიგნში, რომელიც ინახება ქობულეთის მუნიციპალიტეტის  გამგეობაში.

6. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის” დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.


მუხლი 4. საპატიო მოქალაქის  ჩამორთმევა და გაუქმება
1.  პირს შეიძლება ჩამოერთვას  „საპატიო მოქალაქის“ წოდება , თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:

ა)  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;

ბ)  ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ -ეთიკურ ნორმებს.

2. პირს შეიძლება  გაუუქმდეს საპატიო მოქალაქის  წოდება საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების საფუძველზე.

3. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო  მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 5. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამოსახულია  საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის  გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს, ცენტრში დატანილია წარწერა: “ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“, მარჯვენა მხარეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის სახელი და გვარი, საპატიო წოდების მინიჭების თარიღი, ასევე გამგებლის სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები, (რომლითაც განხორციელდა მინიჭება) ხელმოწერა და გამგეობის ბეჭედი.