დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016352 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
1. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №61 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2015, 010250020.35.158.016271) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
2. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა დანართი 1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ივლისიდან.
|
|
დანართი 1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა
|
1. საკრებულოს თანამდებობის პირები
ა) საკრებულოს თავმჯდომარე – 2650 ლარი; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2200 ლარი; გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 2050 ლარი; დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2050 ლარი. 2. პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე ა) საჯარო დაწესებულების I სტ. ერთეულის ხელმძღვანელი – 1900 ლარი. 3. მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე; ა) I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 840 ლარი; ბ) II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 840 ლარი; გ) III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 780 ლარი. 4. მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე ა) I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – 705 ლარი; ბ) II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – 600 ლარი; გ) III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – 550 ლარი. |
დოკუმენტის კომენტარები