„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 16/06/2017
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016127
26
16/06/2017
ვებგვერდი, 21/06/2017
010240060.57.069.016127
„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №26

2017 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

 

„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის №617 კანონის მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.07.2016, 010240060.57.069.016092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“;“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ორ ეტაპად – ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენა მასთან ხელშეკრულების დადების მიზნით.

2. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის (შემდგომში – ორეტაპიანი ტენდერი) მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისად.

3. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ორეტაპიანი ტენდერის მიმართ გამოიყენება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება.

4. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.“;

გ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატენდერო კომისია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს მიმართავს სატენდერო წინადადების დაზუსტების მოთხოვნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს სატენდერო წინადადების არსებით ცვლილებას. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება სატენდერო წინადადება, თუ არსებობს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა მაინც:

ა) პრეტენდენტი სისტემის შესაბამის ველში სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობებს მიუთითებს სატენდერო პირობებით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ, არასწორ განზომილებაში;

ბ) თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ;

გ) არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.“;

დ) მე-7 მუხლის:

დ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;“;

დ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების სისტემაში ატვირთვასთან ერთად, შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში უთითებს პრეტენდენტის ამ გადაწყვეტილების შესაბამის დისკვალიფიკაციის სისტემურ საფუძველს.“;

დ.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია ენიჭება ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ ერთ-ერთი ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. თუ პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, იმავდროულად არსებობს თუ არა მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი