„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 19/06/2017
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016125
29
19/06/2017
ვებგვერდი, 22/06/2017
040170050.57.069.016125
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №29

2017 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის №617 კანონის მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესში“ (www.matsne.gov.ge, 11.02.2011, 040170050.21.014.016011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. წესის მიზანი

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის ანგარიშგების რეგლამენტაცია და მონიტორინგი.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში;

ბ) ანგარიშგება – ანგარიშგების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის (შემდგომში – სააგენტო) ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) – გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსისა და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შედეგად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულება/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.“;

გ) „ე2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე2) ხელშეკრულების სტატუსი – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით ხელშეკრულებისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „ე3“–„ე5“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;“;

დ) „ე4“–„ე6“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე4) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემის/სისტემის CMR მოდულის შესაბამის ველში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;

5) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემის/სისტემის CMR მოდულის შესაბამის ველში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6) ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.);“.

3. მე-4 მუხლის 61 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესყიდვის ობიექტის (საქონელი, მომსახურება, სამუშაო) განსაზღვრა;“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტი რეგისტრირდება CMR-ში, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულების ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია, ატვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასახოს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია და მიანიჭოს ხელშეკრულებას შესაბამისი სტატუსი („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, შესაბამისად, ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სისტემის შესაბამის ველში ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულების ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია ატვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასახოს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია და მიანიჭოს ხელშეკრულებას შესაბამისი სტატუსი („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ხელშეკრულების ეტაპობრივი შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია, შესაბამისად, სისტემის ან CMR-ის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ასახავს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების კონკრეტული ეტაპის შესრულებიდან/შეუსრულებლობიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ სააგენტოსათვის ანგარიშის წარდგენის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში ტვირთავს საკონკურსო/სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებს, კონკურსთან და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, კონკურსში/ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნებს, ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს/ინფორმაციას. სისტემაში მითითებული დოკუმენტები იტვირთება საკონკურსო/სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმთან ერთად, მისი ხელმოწერისთანავე.“.

5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, 2017 წლის 19 ივლისიდან შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვ(ებ)ის განხორციელებამდე, შეცვალოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა და გეგმაში მითითებული, 2017 წლის 19 ივლისიდან განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია შეუსაბამოს კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში 2017 წლის 19 ივლისიდან ამოქმედებულ ცვლილებებს სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებთან და მონეტარულ ზღვრებთან დაკავშირებით. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვ(ებ)ის განხორციელებამდე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ აგრეთვე უნდა დააკორექტიროს ePLAN-ში მითითებული მონაცემები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი