აბაშის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016277
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
19/06/2017
ვებგვერდი, 22/06/2017
010250020.35.110.016277
აბაშის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/06/2017 - 27/07/2018)

აბაშის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2017 წლის 19 ივნისი

აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 1061 მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა)  აბაშის მუნიციპალიტეტის და აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირების,  აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი №1);

ბ) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №2);

გ) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარების და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3);

დ) ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4).

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და  აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 მაისის  №10 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე



დანართი №1

 აბაშის მუნიციპალიტეტის და  აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის (შემდგომში „მუნიციპალიტეტი“) და აბაშის  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ქონება – საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 107-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 124-ე მუხლში განსაზღვრული მატერიალური და არამატერიალური ქონება.

2.   ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.

3. დაწესებულება – აბაშის მუნიციპალიტეტის ორგანოები (საკრებულო/გამგეობა) და აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები.

4. ინვენტარიზაციის კომისია ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი კომისია.


მუხლი 3. ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების და „საბიუჯეტო ორგანიზაციაში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების თანახმად.

მუხლი 4. საინვენტარიზაციო კომისია
1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში „კომისია“) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.

3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისაგან, მათ შორის, თავმჯდომარისაგან.

4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას მოადგილე.

5. საჭიროების შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტი (სერტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი). მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  

6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 

7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.

8. ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარებისას კომისიამ იხელმძღვანელოს „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად.


მუხლი 5. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.

3. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, ჩამოწერასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თანხმობის მიღების შემთხვევაში, გამგებელი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.

4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.

5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.

6. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით.


მუხლი 6. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება ან /და  განკარგვა
1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისთვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.

2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია.

3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.

4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.

6. ქონების განადგურებისთვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.

7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.


მუხლი 7. ჩამოწერილი ქონების რეალიზება
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველო მთავრობის 2014 წლის  8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 8. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გამგებელთან  შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.

2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ.

3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.

4. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.

5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.

6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.



დანართი №2

ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი


20__ წლის ____________________ მდგომარეობით

_______________________________________________________________________

დაწესებულების, ()იპ-ის, შპს-ი დასახელება

ძირითადი საშუალების დასახელება

ექსპლუატაციაში შესვლის წელი

ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა

ღირებულება გადაფასებამდე (ლარი)

ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე

ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე

ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ. 5- გრ 9)

%

ლარი

%

ლარი

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე)

ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)

ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)

საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე

ფაქტობრივი ცვეთა

ნარჩენი საბალანსო ღირებულება

ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა %

საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით %

საბოლოო ბუღალტრული მდგომარებით %

ბუღალტრული ონაცემებით ლარი

ლარი

აშშ დოლარი

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის წევრები: 1                                                ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე

                                    2.                                              ბ.ა.

                                    3.                 

                                    4.                                             ვადასტურებ აუდიტორი:

შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრაფა 5-დან

 11-ის ჩათვლით არ ივსება.


დანართი №3

ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი


20__ წლის ____________________ მდგომარეობით

 

_______________________________________________________________________

დაწესებულების, ()იპ-ის, შპს-ი დასახელება

ძირითადი საშუალების დასახელება

ექსპლუატაციაში შესვლის წელი

ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა

ღირებულება გადაფასებამდე (ლარი)

ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე

ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე

ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ. 5- გრ 9)

%

ლარი

%

ლარი

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე)

ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)

ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)

საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე

ფაქტობრივი ცვეთა

ნარჩენი საბალანსო ღირებულება

ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა %

საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით %

საბოლოო ბუღალტრული მდგომარებით %

ბუღალტრული მონაცემებით ლარი

ლარი

აშშ დოლარი

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                     

 

კომისიის წევრები: 1                                         ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე

                                   2.                                              ბ.ა.

                                   3.                 

                                  4.                                           ვადასტურებ აუდიტორი:

 

შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრაფა 5-დან 11-ის

 ჩათვლით არ ივსება.


დანართი №4

ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი


20__ წლის ____________________ მდგომარეობით

_______________________________________________________________________

დაწესებულების, ()იპ-ის, შპს-ის დასახელება

ძირითადი აქტივის დასახელება

ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი

საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე

ცვეთა

გადაფასებამდე

%

ლარი

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაფასების კოეფიციენტი

საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)

ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)

ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი)

შენიშვნა

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის შემადგენლობა:

____________________________________________________________________________________________

 

შექმნილი 20__ წ. __________   ___________________№__________________________________________

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა

___________________________________________________________________________________________

______________________________________________________________________

 

(ძირითადი საშუალების დასახელება)

და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე:

1.  ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი:____________________________________

2.   საწყისი საბალანსო ღირებულება:________________________________________________

3.  ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:

ა) ________________________________________________;

ბ) ________________________________________________;

გ) ________________________________________________.

კომისიის დასკვნა:___________________________________________________________________

კომისიის წევრები: 1. ____________________________________

                                2. ____________________________________

                                3. ____________________________________

                                4. ____________________________________

ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ____________________________________

                                    ბ.ა.