დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016313 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2016; 190020020.35.149.016296) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11961, 0 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6382, 5 ათასი ლარის ოდენობით:
“; ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7206, 5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ვ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6569.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6964.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 118, 0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
“; ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; თ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 2091, 5 ათასი ლარის ოდენობით.“; ი) დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 346, 0 ათასი ლარის ოდენობით.“; კ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება, ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე. პროგრამის ფარგლებში შესრულდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის მოასფალტების, ოკამი-ლამისყანა-თეზისთბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები.პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულიაქალაქ კასპში 17 ქუჩის მოხრეშვის სამუშაოები, დასრულდება გოსტიბე-ცხავერის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ გუდალეთთან და ვარჯაანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ კასპში ავტომანქანების მოძრაობის სიჩქარის მზომი მოწყობილობების მონტაჟი. ლ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება; განხორციელდება შპს „სოფლის წყალის“ სუბსიდირება. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით: სოფელ ქვემო ჭალის წყალსადენის სრული რეაბილიტაციის, სოფელ ზემო ხანდაკის სასმელი წყლის მაგისტრალის არსებულ წყალშემკრებ რეზერვუარამდე მიყვანის სამუშაოები, ასევე დაგეგმილია ახალქალაქის, ოკამი-თეზის, სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია-მოწყობის სამუშაოები. დასრულდება დოესის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები. მომზადდება სოფლებში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები.“; მ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობების და ალპინიადების მოწყობა. ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება. საახალწლო ღონისძიებების ჩატარება. განხორციელდება ევროპის საბჭოს პროგრამის „ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერების“ ფარგლებში გამოყოფილი თანხის ხარჯვა. ნ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.ბ) ერთჯერადი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ო) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები