„სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 16/06/2017
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016121
23
16/06/2017
ვებგვერდი, 21/06/2017
040170050.57.069.016121
„სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №23

2017 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის №617 კანონის მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიაში“ (www.matsne.gov.ge, 29.12.2015, 040170050.57.069.016081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი), ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. რისკის მქონე შესყიდვები

ხელოვნურად დაყოფა შესაძლებელია გამოწვეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) ხორციელდება გამარტივებული შესყიდვა მონეტარული ზღვრის დაცვით;

ბ) ელექტრონული ტენდერი ტარდება კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით, გარდა კანონის 101 მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება, შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 150 000 ლარს, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში – 300 000 ლარს.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხელოვნურ დაყოფად აგრეთვე ითვლება შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ არის ცნობილი იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთსა და იმავე დანაყოფის კოდზე შესყიდვის აუცილებლობა, თუმცა, მიუხედავად ამისა:

ა) იგი, პირველ ეტაპზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს დებს მონეტარული ზღვრის დაცვით, ხოლო მონეტარული ზღვრის ამოწურვის შემდეგ იწყებს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის კორექტირებასა და ელექტრონული ტენდერ(ებ)ის ჩატარებას;

ბ) იგი, პირველ ეტაპზე, მონეტარული ზღვრის დაცვით, ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს დებს კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერ(ებ)ის საშუალებით, ხოლო ამ ვადებისთვის გათვალისწინებული მონეტარული ზღვრის ამოწურვის შემდეგ იწყებს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის კორექტირებასა და ელექტრონული ტენდერ(ებ)ის ჩატარებას კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით.“.

4. მეთოდოლოგიას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

1. 2017 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში ჩადენილ ხელოვნურ დაყოფათა გამოსავლენად აგრეთვე გაითვალისწინება 2017 წლის 19 ივლისამდე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები.

2. 2017 წლის 19 ივლისამდე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში ხელოვნური დაყოფა იარსებებს, თუ იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთსა და იმავე დანაყოფის კოდზე, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება 200 000 ლარს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი