დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 03 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.129.016231 |
|
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის №1 დადგენილებაში (სსმ, 07/02/2017; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.129.016214) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1).
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ჭათურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი სახით:
|
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 14435829 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები შემდეგი სახით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8346086 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2819743 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9754984 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5738367ლარის ოდენობით; მათ შორის:
|
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5773367 ლარის ოდენობით შემდეგი რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 35000 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი სახით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 1057522 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1131665 ლარის ოდენობით.
|
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 31000 ლარის ოდენობით.
|
3.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1162665 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად.
|
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 232,0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100,0 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 120,0 ათასი ლარი; |
გ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი; |
დ)
დევნილთა სოციალური დაცვა 7.0 ათასი ლარი. |
2.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური დაცვა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2.0. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ახალი/მეორეხარისხოვანი გზების, სასოფლო გზების და შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება საბაგირო გზის დაფინანსება.შეკეთდება მოაჯირები. 2.1.1. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქში, აბაშიძის ქ. №17-ში №3 საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის, თეატრის მიმდებარე ტერიტორიის და თეატრის ზემოთ მისასვლელი გზის, თორღვაშვილის ქ. №1, 3, 5. ჭავჭავაძის ქ. №16, იაშვილის ქ. №2, 16, 23 და თხელიძის ქ. დამაკავშირებელი გზა, ჩაჩანიძის ქ. №9-ის შესასვლელი, კოსტავას ქუჩის შესასვლელი, ქუთაისის ქუჩა, თბილისის ქუჩა, თბილისის ქ. №6, წმინდა გერმანეს ქ. №3, ნოკოპოლის ქუჩიდან კერძო სახლებთან მისასვლელი, გოგებაშვილის ქ. №33, 35, 43, 45 გზებისა, ტოლსტოის, ქუთაისის, 9 აპრილის ქ. №30, 30ა, 18, 20, 32-ში მდებარე სახლების, რუსთაველის ქ. №21-ში მდებარე სახლის შიდა ეზოები, გოგებაშვილის ქ. №17-მდე მისასვლელი საავტომობილო გზის საპროექტო სამუშაოები; ითხვისის მაღაროს გადასახვევეიდან პატარიძის ქუჩის გადასახვევამდე საავტომობილო გზის რებილიტაციის საპროექტო სამუშაოები; 9 აპრილის ქ. №88-თან საავტომობილო გზის მოწყობის საპროექტო სამუშაოები; ჭანტურიას ქ. №4, №14-ის ეზოებისა და მე-4 საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის საპროექტო სამუშაოები; თორღვაშვილის ქ. №2, 4, 6, 8, 10 ეზოების რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები; გიორგაძის ქუჩის და საჩხერის გზატკეცილის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები; მე-7 სკოლასთან საცალფეხო ბილიკის მოწყობის საპროექტო სამუშაოები; აგრეთვე განხორციელდება იაშვილის, ტოლსტოის, თორღვაშვილის, აღმაშენებლის და ნიკოპოლის ქუჩების გზების ორმული დამუშავება. დაგეგმილია ქვაციხის გზატკეცილი-ჯვარი ეწერის საავტომობილო გზის, სოფლების მეჩხეთურის, ჩხირაულის, ტყემლოვანის და მღვიმევის საავტომობილო გზის აღდგენის საპროექტო სამუშაოები. დაგეგმილია ასევე სოფლების: ზოდი – სამხარაძეების უბნის ჩასახვევის გზის, ნიგოზეთში ბლუაშვილების, კუპატაძეების, ლაბაძეების, ჩახტიების, ტატუნიშვილების, ასანიძეების, ცონცრების, წყალშავი – კახელიშვილებისა, სოფელ ითხვისში ყიფშიძეების უბნის გზის და უსახელოში ოქროსუბანის გზის მობეტონება. სოფელ მანდაეთში ივანაშვილების უბნის გზის მობეტონება. დაგეგმილია სოფლების ქბილარის, მერევი-გუნდაეთის, ჭილოვანის, სალიეთის, ქვედა ბერეთისის (წითელი ეკლესიიდან მისასვლელი) ჯოყოეთისა და მსხლოვანის ჩასასვლელის, აგრეთვე სოფლების: რცხილათის, ხრეითის (სპარიეთის უბნის) , მერევის, ღვითორი-მელუშეეთის საავტომობილო გზების მობეტონების საპროექტო სამუშაოები, სოფელ მორძგვეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. აგრეთვე დაგეგმილია ტროტუარების მოწყობის საპროექტო სამუშაოები ჭავჭავაძის ქუჩაზე თეატრის გასწვრივ, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში და აბაშიძის ქუჩაზე, მოსაცდელების მშენებლობა ცხოვრებაძის, წმინდა გერმანეს, ჩაჩანიძის, ნინოშვილის, საჩხერის გზატკეცილზე და აღმაშენებლის ქუჩებზე. რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით განხორციელდება მემორიალი-რგანი-ხრეითის, ჭიათურა-ხვაშითის, სოფ. სარქველეთუბნის, ქვაციხის გზატკეცილი-ვაჭევის, ქვაციხის გზატკეცილიჯვარი-ეწერის, საჩხერის გზატკეცილი-ზოდის და კოპიტები – ნიგოზეთის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. გათვალისწინებულია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდიდან მემორიალი-რგანი-ხრეითის საავტომობილო გზის თანადაფინანსება. 2.1.2. საგზაო ნიშნების დამონტაჟება და მაგისტრალური მონიშვნითი სამუშაოები,საგზაო ბარიერების მოწყობა და სხვა სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ფეხით მოსიარულეთა კიბეებისა და მოაჯირების აღდგენა ჩაჩანიძის, თბილისის, აღმაშენებლის, ქუთაისის ქუჩებზე და მოაჯირის მოწყობა აბაშიძის ქუჩაზე. აგრეთვე დაგეგმილია საგზაო ნიშნებისა (მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში) და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშნების დამონტაჟება. აგრეთვე დაგეგმილია კიბეების მოწყობის საპროექტო სამუშაოები საბჭოს ქუჩაზე. 2.1.3. მილსადენი და სხვა სახის სპეციალური ტრანსპორტი (პროგრამული კოდი 03 01 03) ვინაიდან ჭიათურა წარმოადგენს მთაგორიან ადგილს, მოსახლეობის გადაადგილებისათვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საბაგირო გზა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შპს „ჭიათურბაგირგზების“ დაფინანსება. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, განხორციელდება საყრდენი კედლის აღდგენა და საბინაო ამხანაგობების დაფინანსება.ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება და ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა. 2.2.1 წყალმომარაგება (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები ნიგოზეთის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფელ უსახელოში. 2.2.2. სანიაღვრე არხები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე არხების აღდგენა ნაგუთის დასახლებაში, აგრეთვე სანიაღვრე არხის მოწყობის საპროექტო სამუშაოები იაშვილის ქუჩაზე და 9 აპრილის ქ. №36 და 38-თან. 2.2.3. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, სანიაღვრე არხების გაწმენდა,სკვერებისა და გარე განათების მოვლა-შენახვა. ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში გზების თოვლისგან გაწმენდა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ა(ა)იპ „ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ დაფინანსება. 2.2.4. საყრდენი კედლის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04) ჭიათურის მთაგორიანი მდებარეობის გამო მოსახლეთა ტერასული დასახლებიდან გამომდინარე საყრდენი კედლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტული ობიექტების შეკავებისათვის. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საყრდენი კედლის აღდგენა კუპატაძის, აღმაშენებლის, ტყაბლაძის, ქუთაისის ქ. №12-თან; კოსტავას ქ. №4-თან; კოსტავას ქ. №5-თან; ქუთაისის ქ. №5,7,9-სთან; თბილისის ქ. №98-თან, მუხაძის, აღმაშენებლის და საბჭოს ქუჩებზე. აგრეთვე დაგეგემილია გოგებაშვილის, წმინდა გიორგის, ცხოვრებაძის, სოფლებში გუნდაეთში და სალიეთში საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სამუშაობი და სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინასება. 2.2.5. მუნიციპალიტეტის ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა ქალაქის ტერიტორიაზე შემდეგ ქუჩებზე: ბარათაშვილის ქ. №16-ის მეორე სადარბაზო, იაშვილის ქ. №16-ის პირველი სადარბაზო, 9 აპრილის ქუჩა №32 და №18, აღმაშნებლის ქუჩა №69-ის პირველი სადარბაზო, იაშვილის ქ. №8-ის პირველი სადარბაზო, ნიკოპოლის ქუჩა №8. აგრეთვე დაგეგმილია გიორგაძის ქუჩა №6-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადამაგრებითი სამუშაოების თანადაფინანსება, გიორგაძის, ტაბიძის, ცხოვრებაძის და საჩხერის გზატკეცილის მრავალსართულიანი სახლების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება და ნინოშვილის ქუჩის გადანომვრითი სამუშაოების პროექტირება. 2.2.6. გარე განათების აღდგენა (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე-განათების მოწყობა ქალაქის ტერიტორიაზე დარჩენილი ქუჩებისა, ჩიხების და ხიდების. დაგეგმილია ნინოშვილის, ჩაჩანიძის, აბაშიძის, წმ. გერმანეს და ცხოვრებაძის ქუჩებზე დიოდური განათების მოწყობის საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოეწყობა დეკორატიული განათება ნონოშვილის ქუჩაზე. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობა. 2.3.1. მწვანე ნარგავების განაშენიანება, სკვერების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში ძელსკამების მოწყობა. აგრეთვე განხორციელდება ნაგუთის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები, ზედა ნაგუთში წრისა და ბაღის შემოღობვის საპროექტო სამუშაოები. 3.0. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაეწევა საჯარო სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ვერ დასძლიეს სასწავლო პროგრამა. 3.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ა(ა)იპ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული საბავშვო ბაღი“, რომელიც აერთიანებს 24 საბავშვო ბაღს, სადაც განათლებას იღებს 1640-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაგეგმილია №5, 6, 8, 9, 10, 11 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სოფლების – დარკვეთისა და წირქვალის საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება. 3.2. ზოგადი განათლება (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაეწევა ქ. ჭიათურის მეხუთე საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს სასწავლო ვაუჩერის შესავსებად. 4.0. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გატარდება ღონისძიებები. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლისა და კლუბის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება და დაფინანსდება: ა) ა(ა)იპ – №27 კომპლექსური სასპორტო სკოლა; ბ) ა(ა)იპ – რაგბის სპორტული სკოლა; გ ) ა(ა)იპ – ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლა. 4.1.1.სპორტული ობიექტების დაფინანსება (პროგრამის კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგემილია ა(ა)იპ – №27 კომპლექსური სასპორტო სკოლის დაფინანსება, რომელიც აერთიანებს ძიუდოს, კრივის, მინიფეხბურთის, ტაეკვანდოს, მძლეოსნობის, ცურვის, მაგიდის ჩოგბურთის, კალათბურთის, ფარიკაობის, კლასიკური ჭიდაობის, თავისუფალი ჭიდაობის, ქართული ჭიდაობის და ჭადრაკის სპორტულ წრეებს, სადაც გაერთიანებულია 555 სპორტსმენი. საკუთარი შემოსავალი განისაზღვრება აბონიმენტებიდან და ბილეთებიდან (საცურაო აუზი), რომლითაც ძირითადად ფინანსდება ოფისის, სამედიცინო და სხვა ხარჯი. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება რაგბის სპორტული სკოლა, რომელიც აერთიანებს 108 სპორტსმენს. ყველა ხარჯს აფინანსებს მუნიციპალიტეტი; ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლა, სადაც ვარჯიშობს 220-მდე ბავშვი. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტის ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიება. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: ა) სსიპ – ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრი, ბ) ა(ა)იპ – №1 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 310-მდე მოსწავლე; გ) ა(ა)იპ – №2 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 174-მდე მოსწავლე; დ) ა(ა)იპ – სამხატვრო სკოლა, სადაც სწავლობს 35-მდე მოსწავლე; ე) ა(ა)იპ – ცენტრალური ბიბლიოთეკა. 4.2.1. კულტურის ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია №1 და №2 სამუსიკო სკოლების დაფინანსება, სადაც მუსიკალურ განათლებას იღებს – 484 ბავშვი, აქედან: სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები – 146 მოსწავლე, ლაურეატი 107 მოსწავლე, მრავალშვილიანი – 60 მოსწავლე, ობოლი – 14 მოსწავლე და ლტოლვილი – 15 მოსწავლე განთავისუფლებულნი არიან სწავლის ქირის გადასახადისგან. სწავლის გადასახადი ერთ ბავშვზე შეადგენს – 15 ლარს თვეში. საკუთარი სახსრებით ნაწილობრივ ფინანსდება ხელფასი, ოფისის და სხვა ხარჯები. სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ – სამხატვრო სკოლა, სადაც სამხატვრო განათლებას იღებს 35 ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება ბიბლიოთეკის ქსელი, რომელიც მოიცავს 7 ბიბლიოთეკას. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრი, რომელიც აერთიანებს სამუსიკო და საცეკვაო წრეებს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მომღერალთა გუნდებს. ცენტრის საკუთარი სახსრებით ფინანსდება ხელფასი და ოფისის ხარჯები. სუბსიდიით ფინანსდება ხელფასის, ოფისის და სხვა მიმდინარე ხარჯი. 4.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიება, რომლიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება „პატრიოტთა ბანაკებში“ ბავშვების მგზავრობის ხარჯები, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღონისძიებები, დასვენება და მკურნალობა გამაჯანსაღებელ ბანაკებში, სპორტსმენთა დაჯილდოება, წარმატებული ახალგაზრდების დაფინანსება, საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, დამსახურებული პედაგოგების დაჯილდოება, ესტრადის მომღერალთა კონცერტის დაფინანსება. 4.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 5.0. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. აღნიშნულ ფარგლებში დაფინანსდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, კერძოდ: ა) არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; ბ) დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; დ) სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ე) ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; ვ) მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.1.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (06 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურის“ დაფინანსებას. 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, დევნილთა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარებას, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება შემდეგი სოციალური პროგრამები: ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა; ა.ა) მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ა.ბ) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება; ა.გ) ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება; ა.დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება; ა.ე) სიცოცხლისათვის საშიში და იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარება; ბ) ხანდაზმულთა დახმარება; გ) ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურება; დ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ე) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება; ვ) დევნილთა სოციალური დაცვა; ზ) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება; თ) ომის ვეტერანთა დახმარება; ი) მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება; კ) მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახთა დახმარება; ლ) უმწეო და მიუსაფარ ადამიანთა უფასო სასადილოთი მომსახურება. 5.2.1. ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სიცოცხლისათვის საშიში და ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის განმსაზღვრელი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს. 2. ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ შემდეგი სახით: ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე მოქალაქეებს – არაუმეტეს 120 ლარის ღირებულების მედიკამენტებით წლის განმავლობაში. ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქრონიკულად მიმდინარე დაავადების მქონე მოქალაქეებს – არაუმეტეს 60 ლარის ღირებულების მედიკამენტებით წლის განმავლობაში. 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურების ხარჯები: ა) გადაუდებელი და გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რომელთა ფინანსურ უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს მოქმედი საყოველთაო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები და კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მოქმედი პროგრამები.დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 40%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით; ბ) ექიმის დანიშნულების მიხედვით სამედიცინო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევის ხარჯები. ასევე დაფინანსდება იმ ექიმი სპეციალისტის კონსულტაცია, რომელიც აუცილებელია კონკრეტული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული თუ მაღალტექნოლოგიური კვლევის განხორციელების პროცესში.დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით; გ) ამბულატორიულ ან/და სტაციონარულ დონეზე ჩასატარებელი გეგმიური სამედიცინო სამკურნალო/ სარეაბილიტაციო პროცედურების ხარჯები, მხოლოდ ნერვ-კუნთოვანი დაზიანების მქონე პაციენტებისათვის 0-დან 14 წლამდე, ხოლო მოზრდილებისათვის მძიმე ფორმის შეძენილი ნერვ-კუნთოვანი დაავადების ან/და ტრავმის შედეგად განვითარებული ნერვ-კუნთოვანი დაზიანების შემთხვევაში. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 40%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით; დ) ონკოლოგიურ ავადმყოფთა ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, კერძოდ: ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, რომელთა ფინანსურ უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს მოქმედი საყოველთაო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები და კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მოქმედი პროგრამები. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 40%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით; ე) მშობიარობის, გართულებული მშობიარობისა და სამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთის დამატებითი ხარჯი, რომელიც არ ანაზღაურდება მოქმედი სახელმწიფო და კერძო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 40%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით. 4. დახმარების მიმღებია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე. 5. ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება, გაიცემა ყოველთვიურად, 120 ლარის ოდენობით თითოეულ ბენეფიციარზე. აღნიშნული დახმარებით სარგებლობენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავე დროს ფაქტობრივად მცხოვრები პირები, რომლებიც დაავადებულნი არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით და წარმოადგენენ ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს. 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა: ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირებს, კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველსაყოფად. არნიშნულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა სეზონის მიხედვით: 1 ნოემბრიდან 1 მაისამდე – ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით; 1 მაისიდან 1 ნოემბრამდე – ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით; ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. აღნიშნულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად – 100 ლარის ოდენობით; გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით განსაზღვრულ სიცოცხლისათვის საშიშ და „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების დანართი 17.2-ით განსაზღვრულ იშვიათი დაავადების მქონე მოქალაქეებს. აღნიშნულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად, 150 ლარის ოდენობით; დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, რადიაქტიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად დაავადებულ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს. აღნიშნულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით. 5.2.2. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ავღანეთის ომის და მეორე მსოფლიო ომის მებრძოლთა დაღუპვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა. თანხის ოდენობა შეადგენს 250 ლარს. 5.2.3. უფასო სასადილო (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და ფიზიკური ან/და გონებრივი შეზღუდვის მქონე პირების კვებით უზრუნველყოფა. 5.2.4. მოსახლეობის სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) 1. დევნილთა სოციალური დაცვა; ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაეწევა დევნილებს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 2. ტერიტორიული მთლიანობისათვი დაღუპულთა ოჯახების დახმარება; ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა და ომის შემდეგ გარდაცვლილთა ოჯახებს, დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 200 ლარს. 3. მარჩენალდაკარგულთა დახმარება; ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება მიეცემა მარჩენალდაკარგულ პირს (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილს (შვილებს) 18 წლის ასაკის მიღწევამდე) . წლის განმავლობაში ერთჯერ 100 ლარის ოდენობით. 4. ხანდაზმულთა დახმარება; ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება მიეცემათ ხანდაზმულებს (95 წელი და ზევით) ერთჯერადად, წელიწადში 500 ლარის ოდენობით. 5.2.5 ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება: ა) პირველი და მეორე შვილის დაბადებისას – 100 ლარი; ბ) მესამე შვილის დაბადებისას – 150 ლარი; გ) მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას – 200 ლარი. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებზე (4 და მეტი შვილი) გაიცემა ერთჯერადი დახმარება 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით, ხოლო ბავშვს, რომელიც აგრძელებს სწავლას უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში დახმარების მიცემა გაუგრძელდება 22 წლამდე. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრებ შემდეგ ოჯახებს: ა) შემოსავლის გარეშე მყოფ მარტოხელა მშობელს ან მეურვეს/მზრუნველს, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი (შვილები); ბ) შემოსავლის გარეშე მყოფ არასაპენსიო ასაკის მარტოხელა პირებს, რომელსაც არ ჰყავს მეუღლე და შვილები; გ) შემოსავლის გარეშე მყოფ უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი; დ) შემოსავლის გარეშე მყოფ, უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი ბავშვი (ბავშვები); ბენეფიციარებს დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით. 5.2.6. სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სტიქიური მოვლენების და სხვა დაუძლეველი ძალის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი ან/და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობა ან რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში- გარდაცვლილის ოჯახი. საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში დახმარების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. დამხმარე შენობა-ნაგებობის დაზიანების შემთხვევაში დახმარების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს. 5.2.7. ომის ვეტერანთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება ერთჯერადად მიეცემა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, 500 ლარის ოდენობით; ავღანეთის ომის მონაწილეებს, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 200 ლარს. 5.2.8. რეგრესის პენსიები (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება მიეცემა ყოფილ სს „ჭიათურმანგანუმში“ სამუშაო ავარიის შედეგად დაზარალებულ მომუშავე პირებს. |
მუხლი 16.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები შემდეგი სახით:
|
დოკუმენტის კომენტარები