დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 16/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016027 |
19
16/06/2017
ვებგვერდი, 19/06/2017
290160000.60.072.016027
„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და
აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
|
„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: წესის მე-3 მუხლის „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის წესის დაუცველად ნებისმიერი პირისათვის მომსახურების (ხელშეკრულების დადება, სადაზღვევო პოლისის (სერტიფიკატის) გამოწერა და სხვა) გაწევის გამოვლენის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე." . |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები