დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-40/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016454 |
|
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.02.2009 წ., №20, მუხ. 254) შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის მე-6 მუხლის: |
1.
15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 16 პუნქტი:
,,16. საჯარო სკოლების მასწავლებლისთვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო და დანამატები.“. |
2.
მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები (ამ მუხლის 11, 13, 14, 15 და 16 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);“. |
3.
83 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 84 პუნქტი:
,,84. საჯარო სკოლების მასწავლებლისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“. |
4.
92 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 93 პუნქტი:
„93. ამ მუხლის 84 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატები) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები