დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 15/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.57.069.016120 |
|
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის №617 კანონის მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) პირველი მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წესი ვრცელდება ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებულ დავებზე.“; ა.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი), ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საბჭოში გასაჩივრება 1. სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია, კანონისა და ამ წესის შესაბამისად, გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საბჭოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) სატენდერო/საკონკურსო პირობების (მათ შორის, სატენდერო პირობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების) გასაჩივრების უფლება აქვს შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს; ბ) ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს პრეტენდენტს, რომელსაც მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები. 3. გასაჩივრებას არ ექვემდებარება გადაწყვეტილება/ქმედება, თუ პრეტენზია ეხება: ა) კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შესყიდვის საშუალების შერჩევას; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეჩერების შესახებ, რომელიც მიღებულია კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; დ) საკონკურსო წინადადების ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრითი წონების განსაზღვრის, ხარისხის შეფასების კრიტერიუმების, მათი ტიპებისა და ხვედრითი წონების განსაზღვრის მიზანშეწონილობას, ასევე საკონკურსო კომისიის იმ შეფასებას, რომელიც მიღებულია საკონკურსო წინადადების ხარისხის შეფასების არათვლად კრიტერიუმთან დაკავშირებით. 4. საბჭოში გასაჩივრებისთვის დგინდება შემდეგი ვადები: ა) სატენდერო/საკონკურსო პირობების ჩანაწერის (მათ შორის, ამ პირობებში ცვლილების) გასაჩივრება შესაძლებელია ელექტრონული ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე; ბ) ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე სისტემის „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით დასმულ კითხვაზე სატენდერო/საკონკურსო კომისიის მიერ გაკეთებული განმარტება ან განმარტების გაკეთებისგან თავის შეკავება შესაძლებელია გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც სატენდერო/საკონკურსო კომისიამ გააკეთა ან უნდა გაეკეთებინა შესაბამისი განმარტება; გ) ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის მიერ სისტემაში ატვირთვიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში – ამ ქმედების განხორციელებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ტენდერის/კონკურსის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების გაფორმებამდე. 5. საჩივარი საბჭოში წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონულად, სისტემაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებაში არსებული სისტემური ღილაკის მეშვეობით, ამ წესის დანართის შესაბამისად. 6. საჩივრის წარდგენისათვის, გარდა სატენდერო/საკონკურსო პირობების (მათ შორის, სატენდერო პირობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების) გასაჩივრებისა, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. 7. საჩივრის წარდგენის საფასური გადაიხდება საჩივრის წარდგენის მომენტში, საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით, რა დროსაც სისტემა უზრუნველყოფს საჩივრის წარდგენის საფასურის შესაბამისი ოდენობის თანხის დაბლოკვას. აღნიშნული თანხა განიბლოკება საჩივრის წარდგენის საფასურის წარდგენიდან 30 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. ასეთ შემთხვევაში, საჩივრის წარდგენის საფასურის შესაბამისი ოდენობის თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. 8. საჩივარს (მათ შორის, დაზუსტებულ საჩივარს), რომელიც საბჭოს წარედგინება 18:00 საათის შემდეგ, საბჭოს აპარატი იხილავს მომდევნო სამუშაო დღეს.“;
გ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. შესყიდვის პროცედურების შეჩერება საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები, მათ შორის, იმავე შესყიდვის ობიექტის შესყიდვასთან დაკავშირებით არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი ტენდერი/კონკურსი. შესყიდვის პროცედურები აგრეთვე ჩერდება პრეტენდენტ(ებ)ისთვისაც. დავის პერიოდში, გადაუდებელ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვა.“; დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ საბჭოს მიერ საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს საჩივარს, იგი უფლებამოსილია: ა) მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ გადაწყვეტილებაზე/ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება; ბ) მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების/განხორციელებული ქმედების გადასინჯვა ან გაუქმება; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი.“. 2. ბრძანების დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან.
2. ბრძანების მოქმედება გავრცელდეს საბჭოში 2017 წლის 19 ივლისიდან წარდგენილი საჩივრების განხილვაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები