„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019999
290
15/06/2017
ვებგვერდი, 15/06/2017
470230000.10.003.019999
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №290

2017 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 470230000.10.003.019741) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ა(ა)იპ – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს ამ პროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშზე მიმართვა;“.

5. მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3

ა(ა)იპ – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება

315.0

 

.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი