საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023931
  • Word
1171
08/06/2017
ვებგვერდი, 16/06/2017
000000000.00.003.023931
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1171

 2017 წლის 8 ივნისი 

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

       2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსებისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ მისაღები თანხების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს   5 491 694 (ხუთი მილიონ ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                             გიორგი კვირიკაშვილი