„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016232
19
16/06/2017
ვებგვერდი, 20/06/2017
010250020.35.129.016232
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №19

2017 წლის 16 ივნისი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61- მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის №7 დადგენილებაში (სსმ, 17/03/2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016220)  შევიდეს შემდეგი ცვლილება: 
ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„11 მუხლი

„ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი.“;

ბ) ამოღებული იქნეს დადგენილების პირველის მუხლით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი;
გ) ამოღებული იქნეს  დადგენილების პირველის მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები;
დ) დადგენილების პირველის მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:

„18. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე, ამ მუხლის მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გასცეს შესაბამისი დახმარება გამგეობის მოთხოვნის შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“;

ე) დადგენილების პირველის მუხლით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„3. ამ წესის პირველი მუხლის „ა.ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული დოკუმენტაცია წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის დაფინანსების თაობაზე და ხელს აწერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ბენეფიციარისათვის გაცემულ საგარანტიო წერილს (გარდა სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში), რომელსაც ბენეფიციარი წარადგენს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ შესაბამის დაწესებულებაში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება, გარდა პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 20 ივლისიდან.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი