დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.022.017361 |
|
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 220211, 22/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.022.016056) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. რესურსცენტრი/სკოლა, რომელშიც ექსტერნი დარეგისტრირდა, ვალდებულია უზრუნველყოს ექსტერნებისათვის ამ დებულების ხელმისაწვდომობა, რესურსცენტრის/სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნების გზით.“. 2. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ის და მეტის გაცდენის გამო მოსწავლის ექსტერნად რეგისტრაცია 1. „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით, იმ სკოლის მიერ, რომელშიც სწავლობს მოსწავლე (შემდგომში – ელექტრონული რეგისტრაცია). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი სრულწლოვანი პირი ან არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი ელექტრონული რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართავს იმ სკოლას, რომელშიც სწავლობს მოსწავლე. 3. სკოლა ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი სრულწლოვანი პირის ან არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი განცხადება განიხილოს წარდგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა და უზრუნველყოს ელექტრონული რეგისტრაცია, ან დასაბუთებული უარი უთხრას განმცხადებელს ელექტრონულ რეგისტრაციაზე. 4. ელექტრონული რეგისტრაციის დროს სკოლამ სპეციალურ პროგრამაში უნდა ასახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი; ბ) კლასი, რომელშიც სწავლობს მოსწავლე; გ) საგანი/საგნები, რომლის დაძლევა სურს მოსწავლეს; დ) საგამოცდო ენა. 5. სკოლა ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 2 დღის ვადაში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სპეციალურ პროგრამაში ასახულ პირთა რეგისტრაციის შესახებ და ინფორმირებისათვის უგზავნის რესურსცენტრს.“. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რესურსცენტრი, ამ დებულების მე-5 მუხლით დადგენილი წესით პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ რესურსცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, სკოლას, მის მიერ ჩასატარებელ ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებით, უგზავნის ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს ექსტერნების მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო ექსტერნებისათვის მის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სკოლა.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სკოლა უზრუნველყოფს ამ დებულების 51 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლის ხელმისაწვდომობას ექსტერნებისათვის.“; 4. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ექსტერნს უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასება, რომლითაც დასტურდება თითოეული საგამოცდო საგნის დაძლევა, გამოიყენოს უვადოდ. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ დებულების 51 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტერნზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები