„ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 26 დეკემბრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 19/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016112
14
15/06/2017
ვებგვერდი, 16/06/2017
040170050.57.069.016112
„ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 26 დეკემბრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №14

2017 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

„ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 26 დეკემბრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის №617 კანონის მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 26 დეკემბრის №18 ბრძანებით დამტკიცებული „ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების“ (www.matsne.gov.ge, 27.12.2012, 040170050.57.069.016018) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესყიდვის პროცედურების საჯაროობა და გამჭვირვალობა, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული და თანასწორი მოპყრობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი