სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023916
  • Word
1185
09/06/2017
ვებგვერდი, 19/06/2017
000000000.00.003.023916
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1185

2017 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში გასამართი საერთაშორისო გამოფენა – „EXPO 2017“-ის, ნაციონალური დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტის ორგანიზების მიზნით, გალაკონცერტში მონაწილე პირებისა და სხვა თანმდევი მომსახურებების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რომლის საერთო ღირებულებაც განისაზღვრება 359,325 (სამას ორმოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდახუთი) ლარით, გადასახადების ჩათვლით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი