დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1027 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1184 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023915 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1184
2017 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1027 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1027 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება გარდაბნის მუნიციპალიტეტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახალსოფლის, ნორიოსა და მარტყოფის წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების (სათავე ნაგებობის ნაწილობრივი მოწყობა: ჭაბურღილებისა და მათი შემკრები კოლექტორის, შემკრები რეზერვუარის, მდინარისაგან დამცავი გაბიონებისა და სატუმბი სადგურის მოწყობა; საქლორატოროს მოწყობა და მაგისტრალური წყალდენის ნაწილობრივი მოწყობა (სათავე ნაგებობიდან გომბორის გზამდე)) სახელმწიფო შესყიდვა, 8 000 000 (რვა მილიონი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის (შემდგომში – წესი) მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არ გავრცელდეს აღნიშნული წესის მე-11 და მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები და მიმწოდებელი გათავისუფლდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიისა და წინასწარი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენის ვალდებულებებისაგან.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები