საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ ა(ა)იპ – ჩვენი სკოლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023914
  • Word
1183
09/06/2017
ვებგვერდი, 19/06/2017
000000000.00.003.023914
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ ა(ა)იპ – ჩვენი სკოლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1183

2017 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ ა(ა)იპ – ჩვენი სკოლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, რომ მის სარგებლობაში არსებული ქ. თბილისში ჩუბინაშვილის ქ. №42-ში მდებარე შენობა-ნაგებობიდან 400 კვ. მ ფართი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.16.01.014.015), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადასცეს ა(ა)იპ – ჩვენს სკოლას (ს/კ 404856544).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს ა(ა)იპ – ჩვენი სკოლის მხრიდან პროფილის შენარჩუნება (განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით გამორჩეული მოსწავლეების აღზრდა და სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასარიცხად მომზადება) და ფუნქციონირება.

3. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ – ჩვენს სკოლასთან უსასყიდლო სარგებლობის უფლებით ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი