საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023919
  • Word
1180
08/06/2017
ვებგვერდი, 19/06/2017
000000000.00.003.023919
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1180

2017 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეთ თანხმობა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ა.ა) არაუმეტეს 192 645 (ას ოთხმოცდათორმეტი ათას ექვსას ორმოცდახუთი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.ბ) არაუმეტეს 14 810 (თოთხმეტი ათას რვაას ათი) ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.გ) არაუმეტეს 25 950 (ოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.დ) არაუმეტეს 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში ტელე - და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო - ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.ე) არაუმეტეს 10 800 (ათი ათას რვაასი) ლარის ფარგლებში მოსავლის ასაღები მანქანების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 16300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.ვ) არაუმეტეს 16 650 (თექვსმეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში ჰაერის კონდიცირების საშუალებების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42512000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.ზ) არაუმეტეს 12 375 (თორმეტი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის ფარგლებში სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს:

ბ.ა) არაუმეტეს 41 139 (ორმოცდაერთი ათას ას ოცდაცხრამეტი) ლარის ფარგლებში ტელე - და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო - ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ბ.ბ) არაუმეტეს 3 900 (სამი ათას ცხრაასი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ბ.გ) არაუმეტეს 26 030 (ოცდაექვსი ათას ოცდაათი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ბ.დ) არაუმეტეს 9 400 (ცხრა ათას ოთხასი) ლარის ფარგლებში სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ბ.ე) არაუმეტეს 14 040 (თოთხმეტი ათას ორმოცი) ლარის ფარგლებში ჰაერის კონდიცირების საშუალებების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42512000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს:

გ.ა) არაუმეტეს 21 600 (ოცდაერთი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში ჰაერის კონდიცირების საშუალებების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42512000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

გ.ბ) არაუმეტეს 35 500 (ოცდათხუთმეტი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს:

დ.ა) არაუმეტეს 24 200 (ოცდაოთხი ათას ორასი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

დ.ბ) არაუმეტეს 9 650 (ცხრა ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში ჰაერის კონდიცირების საშუალებების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42512000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას არაუმეტეს 107 535 (ას შვიდი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი) ლარის ფარგლებში სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს:

ვ.ა) არაუმეტეს 11 280 (თერთმეტი ათას ორას ოთხმოცი) ლარის ფარგლებში ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ვ.ბ) არაუმეტეს 16 940 (თექვსმეტი ათას ცხრაას ორმოცი) ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე;   ვ.გ) არაუმეტეს 169 990 (ას სამოცდაცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას არაუმეტეს 32 780 (ოცდათორმეტი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს:

თ.ა) არაუმეტეს 8 000 (რვა ათასი) ლარის ფარგლებში სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

თ.ბ) არაუმეტეს 30 300 (ოცდაათი ათას სამასი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს:

ი.ა) არაუმეტეს 1 927 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდაშვიდი ათასი) ლარის ფარგლებში სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ი.ბ) არაუმეტეს 11 513 234 (თერთმეტი მილიონ ხუთას ცამეტი ათას ორას ოცდათოთხმეტი) ლარის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 34100000) სახელმწიფო შესყიდვაზე.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი