დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023922 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1177
2017 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართი №1-ითა და დანართი №2-ით გათვალისწინებული უძრავი ნივთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეთ ამავე დანართებში მითითებულ ფიზიკურ პირებს.
2. ამ განკარგულების დანართ №1-სა და დანართ №2-ში მითითებული ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
3. ამ განკარგულების დანართი №1-ითა და დანართი №2-ით გათვალისწინებული ფიზიკური პირები შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული პირის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამ განკარგულების დანართი №1-ითა და დანართი №2-ით გათვალისწინებული ქონებისა.
4. ამ განკარგულების დანართი №1-ითა და დანართი №2-ით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული პირის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან მუნიციპალიტეტ(ებ)ისგან, ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები