სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კ.ნ.კ-სათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კ.ნ.კ-სათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023924
  • Word
1175
08/06/2017
ვებგვერდი, 19/06/2017
000000000.00.003.023924
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კ.ნ.კ-სათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1175

2017 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კ.ნ.კ -სათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული , ქ. ზუგდიდში, კოსტავას ქუჩა 110-ში მდებარე 1461.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 43.31.49.471) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 102 300 (ას ორი ათას სამასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „კ.ნ.კ -ს“ (ს/კ: 419990086).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                               გიორგი კვირიკაშვილი