დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №22 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023926 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1169
2017 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №22 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №22 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განსახორციელებლად, იურიდიული კომპანიებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმეების ფარგლებში ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, მოწმეებისა და უცხოელი ექსპერტის (ექსპერტების) სასამართლო პროცესში მონაწილეობის, ასევე ამ საქმეებთან დაკავშირებული სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების უზრუნველსაყოფად და საქართველოს კანონმდებლობით მასთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 1 349 200 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაცხრა ათას ორასი) აშშ დოლარისა და 550 700 (ხუთას ორმოცდაათი ათას შვიდასი) გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები