დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პროექტ „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი - B“-ის დაფინანსებისათვის საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023928 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1167
2017 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
პროექტ „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი - B“-ის დაფინანსებისათვის საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რათა პროექტ „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი − B“-ის დაფინანსებისათვის საქართველოს სახელით დადოს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულება 250 (ორას ორმოცდაათი) მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფის შესახებ შემდეგი ფინანსური პირობებით:
სესხის ოდენობა 250 000 000 ევრო;
სესხის ხანგრძლივობა 30 წელი;
მათ შორის, შეღავათიანი არაუმეტეს 7 წლისა;
პერიოდი:
სესხის საპროცენტო განაკვეთის ტიპი (თითოეული ტრანშისთვის განისაზღვრება ტრანშის ჩამორიცხვამდე):
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან EURIBOR-ზე ან LIBOR- ზე დაფუძნებული
ცვლადი საპროცენტო განაკვეთი;
საპროცენტო მარჟა ( EURIBOR-ზე ან LIBOR- ზე დაფუძნებული, ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში):
ცვლადი, რომელიც ფიქსირდება თითოეული ტრანშის მიღებისას ( EURIBOR-ზე ან LIBOR- ზე დაფუძნებული, ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები