დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1162 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023910 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1162
2017 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 9.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.46.26.109) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 360 (სამას სამოცი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: № 205169066 ).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში;
ბ) პირადად ან მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში №66.46.26.109 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები