საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023909
  • Word
1161
08/06/2017
ვებგვერდი, 19/06/2017
000000000.00.003.023909
საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1161

2017 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტი 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 19 800 (ცხრამეტი ათას რვაასი) მ3 საშენი მასალა (ღორღი, ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:           

ა) სოფ. კორბოული, 1950 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

374218

4677427

2

374216

4677395

3

374169

4677381

4

374168

4677405

S = 0,13 ჰა

WGS 1984;

 

ბ) სოფ. სარეკი, 3 900 მ3 ღორღი:

 

X

Y

1

364504

4689511

2

364476

4689504

3

364412

4689503

4

364441

4689473

S = 0,13 ჰა

WGS 1984;

 

       გ) სოფ. ჩიხა, 1 200 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

 

X

Y

1

371886

4688091

2

371889

4688109

3

371838

4688139

4

371785

4688114

S = 0,24 ჰა

WGS 1984;

                  

დ) სოფ. ქვემოხევი, 7500 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

 

 I უბანი

 

X

Y

1

364793

4692853

2

364753

4692843

3

364742

4692895

4

364771

4692903

 

S = 0,19 ჰა;

 

 

II უბანი

 

X

Y

1

364756

4692828

2

364799

4692839

3

364825

4692779

4

364768

4692772

S = 0,31 ჰა

WGS 1984;

 

 

ე) სოფ. ლიჩი, 3150 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

374191

4667818

2

374185

4667842

3

374262

4667881

4

374271

4667859

S = 0,21 ჰა

WGS 1984;

 

ვ) სოფ. ხვანი, 2100 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

378584

4672369

2

378594

4672387

3

378535

4672419

4

378524

4672402

S = 0,14 ჰა

WGS 1984.

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – საჩხერის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სოფელ ხვანის მიმდებარედ არსებულ წიაღითსარგებლობის ობიექტზე (0,14 ჰა) ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები განახორციელოს სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალთან“ (ს/ნ: 201955090) წინასწარ შეთანხმებული პროექტის საფუძველზე და მისი გათვალისწინებით.

3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:

ა) სოფ. კორბოულში 1950 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 339 ლარი;

ბ) სოფ. სარეკში 3 900 მ3 ღორღის მოპოვებისთვის – 543 ლარი;

გ) სოფ. ჩიხაში 1 200 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 209 ლარი;

დ) სოფ. ქვემოხევში 7500 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 1304 ლარი;

ე) სოფ. ლიჩში 3150 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 548 ლარი;

ვ) სოფ. ხვანში 2100 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 365 ლარი.

4. საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

5. საჩხერის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი