საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023901
  • Word
1159
08/06/2017
ვებგვერდი, 16/06/2017
000000000.00.003.023901
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1159

2017 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ სეისმური და სხვადასხვა გეოფიზიკური პროცესების მონიტორინგის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს სეისმური და გეოდეზიური ქსელის განახლებისთვის საჭირო აპარატურის სახელმწიფო შესყიდვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარი ანგარიშსწორებით − წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი