დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023899 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1155
2017 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს უფლება თერჯოლის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 6 826.25 ლარი (ექვსი ათას რვაას ოცდაექვსი ლარი და ოცდახუთი თეთრი) და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 2 179.65 ლარი (ორი ათას ას სამოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი), ჯამში - 9 005.90 ლარი (ცხრა ათას ხუთი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) მიმართოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში სასმელი წყლის წყალსაწნევი კოშკისა და ცენტრალური მაგისტრალის მოსაწყობად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები