„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 15/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016653
297
14/06/2017
ვებგვერდი, 14/06/2017
140130000.22.034.016653
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №297

2017 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამინისტროს სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარებას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.“.

2. 23-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს/მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს უფროსის, სსიპ-ის ხელმძღვანელის და მათი მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის ორგანიზების მიზნით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს დავალებას აძლევს მინისტრი ან/და შესაბამისი დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე. სსიპ – „112“-ის დირექტორის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ დავალებას შესაბამის საკადრო დანაყოფს აძლევს აღნიშნული სსიპ-ის დირექტორი.“.

3. 25-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საწყის ეტაპზე უნდა წარადგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ფორმის განცხადება (შემდგომში – აპლიკაცია). კანდიდატებს აპლიკაციის წარდგენისთვის, როგორც წესი, ეძლევათ 10-დღიანი ვადა სპეციალური კონკურსის გამოცხადების დღიდან. კანდიდატები აპლიკაციას აგზავნიან კონკურსის შესახებ შეტყობინებაში განსაზღვრული ფორმით, მითითებულ მისამართზე.

2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელმაც მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით გაიარა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ეს თანამდებობებია:

ა) დეტექტივ-გამომძიებელი და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;

ბ) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

გ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი/უფროსი გამომძიებელი, ათმეთაური, პატრულ-ინსპექტორი და მესაზღვრე-კონტროლიორი;

დ) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის მოადგილე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას);

ე) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაური, ცვლის უფროსი, ასმეთაური, განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის მოადგილე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ განყოფილების უფროსის და განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას);

ვ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრე.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი:

„21. მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში პროგრამის/კურსის გავლის გარეშე მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც აკადემიის მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის ან/და მაგისტრის აკადემიური ხარისხი და რომლის დიპლომის დანართითაც დასტურდება საპოლიციო სამართლის მიმართულებით სასწავლო კურსის გავლა.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად პროგრამის/კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და აკადემიის მიერ მინიჭებული ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის დანართის, აგრეთვე  ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეს მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი პირის თანხმობით, ამ პირის სპეციალური ცოდნის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით. 

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ამავე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, აღნიშნული პირი პოლიციაში მიღებიდან (სამინისტროში ჩარიცხვიდან) არაუგვიანეს 1 თვის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ არაუგვიანეს 12 თვის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გასავლელად მის აკადემიაში წარდგენას.“.

4. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე დანიშნული პირის  დადგენილ ვადაში შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო;“.

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 მუხლი:

„მუხლი 501. სამსახურიდან დათხოვნა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე დანიშნული პირის დადგენილ ვადაში შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო

ამ წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე დანიშნული პირი დაითხოვება სამსახურიდან ამ წესის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში პირის შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო.“.

6. X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი X

 სამინისტროში ზოგიერთ თანამდებობაზე სამსახურში მიღების, გადაადგილების, დაწინაურებისა და  გადამზადების საკითხების მოწესრიგების  წესი“.

7. 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აკადემიის მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის ან/და მაგისტრის აკადემიური ხარისხი და რომლის დიპლომის დანართითაც დასტურდება საპოლიციო სამართლის მიმართულებით სასწავლო კურსის გავლა ან რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს:

ა) უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, უბნის ინსპექტორთა  სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი ან უბნის ინსპექტორთა საბაზისო მომზადების კურსები;

ბ) დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, დეტექტივ-გამომძიებლებისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების გადამზადების კურსები ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის სპეციალური გადამზადების კურსები;

გ) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან პატრულ-ინსპექტორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსები;

დ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის:

დ.ა) დეპარტამენტში მისაღებად შერჩეულ კანდიდატთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;

დ.ბ) დეპარტამენტის თანამშრომელთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;

დ.გ) საბაზისო მომზადების კურსი;

დ.დ) სპეციალური მომზადების კურსი;

დ.ე) კანდიდატთა სპეციალური მომზადების კურსი;

დ.ვ) სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;

დ.ზ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამა.“.

8. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 76. დეტექტივ-გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, გამომძიებლისა და უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშვნა

სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (შემდგომში – ოპერატიული ქვედანაყოფი) დეტექტივ-გამომძიებლისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, აგრეთვე სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლისა და უფროსი გამომძიებლის  თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აკადემიის მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის ან/და მაგისტრის აკადემიური ხარისხი და რომლის დიპლომის დანართითაც დასტურდება საპოლიციო სამართლის მიმართულებით სასწავლო კურსის გავლა ან რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს:

ა) დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) დეტექტივ-გამომძიებლებისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების გადამზადების კურსები;

გ) დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის სპეციალური გადამზადების კურსები.“.

9. 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 77. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორის, ათმეთაურისა და მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობაზე დანიშვნა

1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორის/ათმეთაურის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აკადემიის მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის ან/და მაგისტრის აკადემიური ხარისხი და რომლის დიპლომის დანართითაც დასტურდება საპოლიციო სამართლის მიმართულებით სასწავლო კურსის გავლა ან რომელსაც აკადემიაში  გავლილი აქვს:

ა) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) პატრულ-ინსპექტორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსები;

გ) უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, უბნის ინსპექტორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი ან უბნის ინსპექტორთა საბაზისო მომზადების კურსები;

დ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მისაღებად შერჩეულ კანდიდატთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი, სამინისტროს საპატრულო პოლიციის საბაზისო მომზადების კურსი, სამინისტროს საპატრულო პოლიციის სპეციალური მომზადების კურსი ან სამინისტროს საპატრულო პოლიციის კანდიდატთა სპეციალური მომზადების კურსი;

ე) სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;

ვ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამა.

2. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აკადემიის მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის ან/და მაგისტრის აკადემიური ხარისხი და რომლის დიპლომის დანართითაც დასტურდება საპოლიციო სამართლის მიმართულებით სასწავლო კურსის გავლა ან რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მითითებული პროგრამა 2017 წლის 1 აპრილამდე;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მითითებული კურსები;  

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით მითითებული კურსი ან პროგრამა 2009 წლის 11 მარტის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 1 აპრილისა;

დ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;             

ე) მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კურსი/პროგრამა პირს გავლილი არ აქვს დანიშვნამდე (გადაადგილებამდე) ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნიდან (გადაადგილებიდან) არაუგვიანეს 1 თვის ვადაში წარადგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, რომელიც, თავის მხრივ, არაუგვიანეს 12 თვის ვადაში უზრუნველყოფს აკადემიაში შესაბამის გადამზადების კურსზე მის გაგზავნას. გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან.

4. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორის/ათმეთაურის თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პროგრამა ან კურსი, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნისას (გადაადგილებისას) აღარ ექვემდებარება შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კურსის გავლას.

5. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პროგრამა ან კურსი, ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნისას (გადაადგილებისას) აღარ ექვემდებარება შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კურსის გავლას.“.

10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 771 მუხლი:

მუხლი 771. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის/ოპერატიული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა გადამზადება

1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის/ოპერატიული ქვედანაყოფის ის მოსამსახურე, რომელიც დანიშნულია ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლიდან ხუთ წელიწადში ერთხელ გადის შესაბამის გადამზადების კურსს აკადემიაში.

2. ამ წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე დანიშნული მოსამსახურე ამ მუხლით დადგენილი წესით გადამზადდება აღნიშნული მოსამსახურის მიერ შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის შემდეგ.   

3. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის/ოპერატიული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან კოორდინაციით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურეს  მისი კვალიფიკაციის, ნამსახურობის ვადისა და გამოცდილების გათვალისწინებით გონივრულ ვადაში წარუდგენს აკადემიას შესაბამისი გადამზადების კურსის გავლის მიზნით.

4. გადამზადების კურსის გავლის მიზნით მოსამსახურეს აქვს შესაბამის გამოცდაზე ორჯერ გასვლის უფლება.

5. ამ წესის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ მუხლით განსაზღვრული გადამზადების კურსის პროგრამას, მისი გავლის წესსა და შეფასების კრიტერიუმებს, სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციითა და მისი სპეციფიკის გათვალისწინების საფუძველზე, ამტკიცებს აკადემიის რექტორი.

6. კურსის დასრულების შესახებ გამოიცემა აკადემიის რექტორის ბრძანება და შედეგები ეცნობება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.

7. მოსამსახურეს, რომელმაც წარმატებით გაიარა შესაბამისი გადამზადების კურსი გადაეცემა სერტიფიკატი.

8. გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან.“.

11. 78-ე და 79-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 78. ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსის გავლა

1. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში განყოფილების უფროსის და განყოფილების უფროსის მოადგილის, ხოლო სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოცმეთაურის, ცვლის უფროსის, ასმეთაურის, განყოფილების უფროსისა და განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დასაწინაურებელმა პირმა (მათ შორის, მოქალაქე) აკადემიაში უნდა გაიაროს ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების შესაბამისი კურსი. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსზე, ოპერატიული ქვედანაყოფის ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ კანდიდატი წარდგენილი უნდა იქნეს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, რომელიც მას არაუგვიანეს 3 თვის ვადაში წარუდგენს აკადემიას.

3. აკადემიამ ამ მუხლით განსაზღვრული კურსების დასრულების შესახებ ბრძანება  უნდა წარადგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ შესაბამისი კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში წყდება მისი ოპერატიულ ქვედანაყოფში ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე თანამდებობრივი დაწინაურების საკითხის განხილვა. ასეთ შემთხვევაში, ამ პირის იმავე კურსზე აკადემიაში ხელახლა წარდგენა დაუშვებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან 12 თვის განმავლობაში. 

5. თანამდებობრივი დაწინაურების კანდიდატი, რომელსაც ოპერატიულ ქვედანაყოფში ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსი გავლილი აქვს წარმატებით, შემდგომში დაწინაურებისას არ ექვემდებარება  აღნიშნული კურსის  გავლას.

მუხლი 79. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას პირის თანამდებობაზე დანიშვნა, გადაადგილება ან დაწინაურება

1. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას პირის თანამდებობაზე დანიშვნა, გადაადგილება ან დაწინაურება, ამ ბრძანებით გათვალისწინებული კურსების ან სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გავლის გარეშე, დასაშვებია მინისტრის გადაწყვეტილებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში სათანადო წარდგინებას უზრუნველყოფს სამინისტროს იმ დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც ინიშნება პირი ან ხორციელდება მისი თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება.

3. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, სამინისტროს დანაყოფიდან მიღებული წარდგინების საფუძველზე, საკითხს შესათანხმებლად და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მინისტრს.

4. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  თანამდებობაზე   დანიშნული პირი  დანიშვნიდან  არაუგვიანეს 1 თვის ვადაში წარადგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, რომელიც თავის მხრივ, არაუგვიანეს 12 თვის ვადაში უზრუნველყოფს მის აკადემიაში წარდგენას შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსის გასავლელად. 

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი დაითხოვება სამსახურიდან, თუ იგი წარმატებით ვერ გაივლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების  კურსს.”.

12. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 81. სპეციალური დებულებები  

ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში:

ა.ა) სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფის უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი, მთავარი სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამსახურის უფროსი და განყოფილების უფროსი, აგრეთვე  მათი მოადგილეები), დეტექტივ-გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის,  უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ან უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა ამ წესის 79-ე მუხლით შესაბამისად დანიშნული პირისა, რომელსაც გავლილი არ აქვს შესაბამისი პროგრამა/კურსი;    

ა.ბ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო  ან/და საგამოძიებო  საქმიანობის განმახორციელებელი  მოსამსახურის უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობისა;

ბ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში:

ბ.ა) ათმეთაურის, ოცმეთაურის, ასმეთაურისა და უფრო მაღალი თანამდებობიდან, აგრეთვე  განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, გამომძიებლის, უფროსი გამომძიებლის, პატრულ-ინსპექტორისა და მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა ამ წესის 79-ე მუხლით შესაბამისად დანიშნული პირისა, რომელსაც გავლილი არ აქვს შესაბამისი პროგრამა/კურსი;    

ბ.ბ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო  ან/და საგამოძიებო  საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურის უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა პატრულ-ინსპექტორის ან მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობებისა;

გ) სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში ან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში იმ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომელიც არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას;

დ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს სამინისტროს მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანის შემთხვევაში, როდესაც იგი ხელახლა ინიშნება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე ან ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობაზე.”.

13. დაემატოს შემდეგი შინაარსის XI თავი:

„თავი XI

გარდამავალი დებულებები

მუხლი 82. გარდამავალი დებულებები

1. სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ ურთიერთშეთანხმებით 2018 წლის 15 ივნისამდე ეტაპობრივად უზრუნველყონ შესაბამისი კურსის/პროგრამის გავლა იმ მოსამსახურეებისათვის, რომლებიც 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით თანამდებობაზე დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე. მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ პუნქტით დადგენილ ვადაში შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო ამ წესის 501 მუხლის შესაბამისად ან ამ მოსამსახურის მიერ შესაბამისი პროგრამის/კურსის წარუმატებლად გავლის გამო ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად.

2. ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდება ამ წესის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასანიშნი პირი, თუ მან 2015 წლის 2 აპრილამდე აკადემიაში გაიარა შესაბამის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურებისთვის დადგენილი სპეციალური გადამზადების კურსი.

3. 2017 წლის 15 ივნისიდან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ ურთიერთშეთანხმებით ეტაპობრივად უზრუნველყონ ამ წესის 771 მუხლით გათვალისწინებული გადამზადების კურსის დაწყება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებისათვის, რომლებიც 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად.

4. 2018 წლის 1 იანვრიდან სამინისტროს შესაბამისი ოპერატიულმა ქვედანაყოფმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ ურთიერთშეთანხმებით ეტაპობრივად უზრუნველყონ ამ წესის 771 მუხლით გათვალისწინებული გადამზადების კურსის დაწყება ოპერატიული ქვედანაყოფის იმ მოსამსახურეთათვის, რომლებიც 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 15 ივნისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი