დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016217 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №693 განკარგულების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.12.2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.151.016210) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“. |
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები,გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. |
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6524.8 ათასი ლარის ოდენობით:
“. |
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1547,8 ათასი ლარის ოდენობით:
“. |
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3120,5 ათ. ლარის ოდენობით:
“. |
6.
მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7377,5 ათასი ლარის ოდენობით,თანდართული რედაქციით:
|
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
“. |
8.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 1.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -3559,2 ათასი ლარის ოდენობით. |
9.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 7336,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00)“. |
10.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „2.1“, „2.2.2“, „2.2.4“ და „2.2.5“ ქვეპუნქტის სახელწოდებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 4474,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01 ) 2.2.2 წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია – 1461,5 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02 ) 2.2.4 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ხელშეწყობა“ – 482,4 ათ.ლარი.(პროგრამული კოდი 03 02 04 ) 2.2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები – 653,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03) “. |
11.
მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 პუნქტის „3.2“ ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განათლება – 1029,5 ათ.ლარი. (პროგრამული კოდი 04 00 ) 3.2 საჯარო სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია – 322,5 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 02)“. |
12.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-4 პუნქტის „4.1“ ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კულტურა,რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 639,9 ათ. ლარი. (პროგრამული კოდი 05 00 ) 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 174,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 00)“. |
13.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-5 პუნქტის „5.2.1“ და „5.2.2“ ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 215.4 ათ.ლარი. (პროგრამული კოდი 06 00 ) 5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა – 116,0 ათ.ლარი.(პროგრამული კოდი 06 02 01) 5.2.2 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა – 31,0 ათ. ლარი.(პროგრამული კოდი 06 02 02)“. |
14.
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებანი განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები