საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016496
45
14/06/2017
ვებგვერდი, 14/06/2017
120340000.22.026.016496
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №45

2017 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ გენერალური დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ გენერალური დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ გენერალური დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 


1. უმაღლესი განათლება  – მაგისტრის  ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების და მართვის ან ინჟინერიის მიმართულებით).

2. სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 10 წელი, მათ შორის 5 წელი ხელმძღვანელ  თანამდებობაზე.

3. ორგანიზაციის მართვის პრინციპებისა და საფუძვლების ცოდნა.

4. პროექტების მართვის გამოცდილება.

5. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი (ზოგადი ცოდნა);

გ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

დ) ,,ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის N273 ბრძანებულება;

ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება (ზოგადი ცოდნა);

ვ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს № 25 ბრძანება.

6. ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

7. კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების, ოპერაციული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესების მართვის მეთოდების waterfall, agile, spiral, RAD model, Code and Fix, პროგრამული ენა python-ის და პროგრამა CATIA V5-ის ცოდნა.

8. ტექნიკური ნახაზის, საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის ზოგადი და წარმოებაში მოქმედი ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა.